თავში

12 ივლისი: COVID-19-ის ახალი შემთხვევები მსოფლიოში

12 ივლისი: COVID-19-ის ახალი შემთხვევები მსოფლიოში
12 ივლისი: COVID-19-ის ახალი შემთხვევები მსოფლიოში

ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი ჯამში 12,940,492-ს შეადგენს. COVID-19-ს 569,289 ადამიანი ემსხვერპლა.

ჩინეთში კორონავირუსის 7 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ჯამში COVID-19-ის 83,594 შემთხვევა გამოვლინდა, დაავადებას 4,634 პაციენტის სიცოცხლე ემსხვერპლა. გამოჯანმრთელდა 78,634 პაციენტი.

ბრაზილიაში კორონავირუსით ინფიცირების 1,846,249 შემთხვევა ფიქსირდება, COVID-19-ს 71,584 ადამიანი ემსხვერპლა. ბოლო დღე-ღამეში COVID-19-ის 39,023 შემთხვევა დადასტურდა, 1,071 ადამიანი გარდაიცვალა. 1,213,512 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

გერმანიაში COVID-19-ით ინფიცირებულთა რიცხვი 199,914-მდე გაიზარდა, 9,134 ადამიანი გარდაიცვალა. ბოლო დღე-ღამეში ინფიცირების 378 შემთხვევა გამოვლინდა, 6 პაციენტი გარდაიცვალა. 184,500 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

მექსიკაში COVID-19-ით გარდაცვლილთა რიცხვმა 34,730-ს მიაღწია. გასულ დღე-ღამეში 539 ადამიანი გარდაიცვალა. კორონავირუსი უკვე 295,268 ადამიანს დაუდასტურდა. 180,852 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

ინდოეთში ახალი კორონავირუსის 23,458 შემთხვევა გამოვლინდა. ჯამში COVID-19 სულ 873,816 ადამიანს დაუდასტურდა. 23,102 პაციენტი გარდაიცვალა, 415 გასულ 24 საათში. 550,024 გამოჯანმრთელდა.

უკრაინაში COVID-19-ით ინფიცირებულთა რიცხვი 53,521-მდე გაიზარდა. გასულ დღე-ღამეში 678 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. კორონავირუსს 1,383 პაციენტი ემსხვერპლა, აქედან 11 - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში. 26,118 პირი გამოჯანმრთელდა.

სომხეთში ახალი კორონავირუსი ბოლო 24 საათში 577 ადამიანს დაუდასტურდა. ჯამში, ქვეყანაში COVID-19-ით ინფიცირებულთა რიცხვმა 31,969-ს მიაღწია. კორონავირუსით ინფექციის გავრცელებიდან დღემდე 565 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის, 6 გასული დღე-ღამის განმავლობაში. ამას გარდა, გარდაცვლილია 177 ინფიცირებული, თუმცა მათი გარდაცვალების მიზეზად სხვა დაავადებები სახელდება. 19,633 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

რუსეთში COVID-19-ით ერთ დღეში 6,615 ადამიანი დაინფიცირდა და 727,162-ს მიაღწია. გასული დღე-ღამის განმავლობაში ახალ კორონავირუსს კიდევ 130 პაციენტის სიცოცხლე ემსხვერპლა, რითაც გარდაცვლილთა რაოდენობა 11,335-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა 501,061 ადამიანი.

ირანში ბოლო 24 საათში COVID-19-ით 194 ადამიანი გარდაიცვალა. ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 2,186-ით გაიზარდა. ახალი კორონავირუსის ინფექცია სულ 257,303 ადამიანს დაუდგინეს. გარდაცვლილია 12,829 პაციენტი. გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 219,993-მდე გაიზარდა.

აზერბაიჯანში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 520 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რითაც ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 24,041-მდე გაიზარდა. გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაცვალების 8 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. COVID-19-ის შედეგად სულ გარდაიცვალა 306 ადამიანი. გამოჯანმრთელდა 15,093 პაციენტი.

თურქეთში გასული 24 საათის განმავლობაში კიდევ 1,012 ადამიანი დაინფიცირდა, ხოლო 19 გარდაიცვალა. ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 212 993-მდე გაიზარდა. ეპიდემიის გავრცელებიდან დღემდე დაავადებას 5363 ადამიანი ემსხვერპლა. გამოჯანმრთელებულ პაციენტთა რიცხვი 194 515-ს შეადგენს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system