თავში

12-მილიონიან მუმბაიში დენი მთლიანად გაითიშა

12-მილიონიან მუმბაიში დენი მთლიანად გაითიშა
12-მილიონიან მუმბაიში დენი მთლიანად გაითიშა

ინდოეთის ერთ-ერთ ყველაზე მჭიდრო დასახლებულ ქალაქ მუმბაიში ელექტროენერგიის უპრეცედენტო გათიშვა მოხდა. დენის გარეშე დარჩა 12 მილიონზე მეტი მოსახლეობა, დაწესებულებები, საავადმყოფოები, ტრანსპორტი. შეწყდა მატარებლების მიმოსვლა.  

დენის გათიშვამ განსაკუთრებული სირთულეები წარმოქმნა საავადმყოფოებში, სადაც კორონავირუსით ინფიცირებული ათასობით  პაციენტი მკურნალობს.

ელექტროენერგიის გათიშვა ჩვეულებრივი მოვლენაა ინდოეთში, მაგრამ დიდი ქალაქებში, განსაკუთრებით კი მუმბაიში, რომელიც ამავე დროს ქვეყნის ფინანსური ცენტრია, ეს იშვიათად ხდება. ავარია დენის მთავარ გამანაწილებელში შექმნილმა პრობლემამ გამოიწვია. მიუხედავად მასშტაბური დაზიანებისა, დენის მიწოდება არ შეწყვეტიათ აეროპორტებსა და საფონდო ბირჟებს. ისინი ამ დრომდე შეუფერხებლად მუშაობენ. 

ქალაქის ხელმძღვანელობის განცხადებით, ავარიის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system