თავში

12 წლის ბიჭმა ბირთვული რეაქტორი ააწყო და გინესის წიგნში მოხვდა

12 წლის ბიჭმა ბირთვული რეაქტორი ააწყო და გინესის წიგნში მოხვდა
12 წლის ბიჭმა ბირთვული რეაქტორი ააწყო და გინესის წიგნში მოხვდა

12 წლის ამერიკელი ბიჭი, რომელმაც სახლში ოპერაციული ბირთვული რეაქტორი ააწყო გინესის რეკორდების წიგნში მოხვდა. ამის შესახებ განცხადება გინესის მსოფლიო რეკორდების ოფიციალურ ვებგვერდზე ვრცელდება.

ამერიკის ქალაქ მემფისის მკვიდრი, ჯექსონ ოსვალტი ბირთვულ რეაქტორს ორი წლის განმავლობაში აშენებდა. 

ბიჭი ირწმუნება, რომ მან მთელი სამუშაო დამოუკიდებლად შეასრულა. მოზარდის თქმით, პროექტის შექმნისას იგი სხვადასხვა სახის სირთულეებს გადააწყდა. სამუშაოს ყველაზე რთულ ნაწილს ჰერმეტული იზოლაციის გაკეთება წარმოადგენდა, რასაც ოსვალტმა 6 თვე დაუთმო.

ოსვალტი გინესის რეკორდების წიგნში შევიდა, როგორც ყველაზე ახალგაზრდა ადამიანი, ვინც სახლის პირობებში ბირთვული რეაქტორი შექმნა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system