თავში

12 წლის გოგონა გააუპატიურეს და მაკრატლით დაჭრეს

12 წლის გოგონა გააუპატიურეს და მაკრატლით დაჭრეს
12 წლის გოგონა გააუპატიურეს და მაკრატლით დაჭრეს

ინდოეთში ნიუ-დელიში არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი პირი სახლში შეიჭრა და 12 წლის ბავშვს დაესხა თავს. ბოროტმოქმედმა გოგონას გაუპატიურება სცადა. ბავშვმა წინააღმდეგობა გაუწია, რის გამოც მოძალადემ იგი სცემა და მაკრატლით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. მძიმე ტრავმებით და ჭრილობებით ბავშვი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმები მისი გადარჩენისთვის იბრძვიან.

სამართალდამცავებმა დააკავეს ერთი მამაკაცი, რომლის ვინაობა არ სახელდება. პოლიციის განცხადებით მას სახეზე ნაკაწრები აღენიშნებოდა, რაც, სავარაუდო, ბავშვმა წინააღმდეგობისას მიაყენა. სამართალდამცავების განცხადებით, დაკავებული არა ერთხელ ნასამართლევი ნარკოდამოკიდებულია. სახლში ის ძარცვის მიზნით შევიდა. მიმდინარეობს გამოძიება. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system