თავში

124 წლის ინდოელი ბებო კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა

124 წლის ინდოელი ბებო კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა
124 წლის ინდოელი ბებო კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა

ინდოელი ბებომ კოვიდის ვაქცინის პირველი დოზის მიღებისას განაცხადა, რომ ის 124 წლისაა, რაც იმას ნიშნავს, რომ ქალბატონი მსოფლიოს უხუცესი ადამიანია. ამის შესახებ ინფორმაციას, ადგილობრივ ჟურნალისტებზე დაყრდნობით,  Dailymail-ი ავრცელებს

რეჰტი ბიგუმი იმ 9000 ადამიანს შორის მოხვდა, ვისაც ქალაქ ბარამულში ვაქცინის პირველი დოზები მიეწოდა, მის სამედიცინო ჩანაწერში ვკითხულობთ, რომ ის 124 წლისაა, თუმცა, არანაირი დამატებითი დამადასტურებელი დოკუმენტი ამ ეტაპზე არ არსებობს. როგორც ჩანს, ამცრელი პერსონალისთვის ეს ინფორმაცია სარწმუნო აღმოჩნდა, სწორედ ამიტომაც აცრის ფურცლის მიხედვით COVID-19-ის წინააღმდეგ მსოფლიოს უხუცესი ადამიანი აიცრა. 

ვაქცინირებისას აღმოჩენილი ინფოელი ქალბატონი, ამ დრომდე დედამიწაზე მცხოვრებ უხუცეს იაპონელ, კანე ტანაკიზე მთელი 6 წლით უფროსია.

ვაქცინის გაკეთების შემდეგ, რეჰტი ბიგუმიმ განაცხადა, რომ თავს შესანიშნავად გრძნობს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system