თავში

13 დღიანი აქციების შემდეგ ლიბანის პრემიერი გადადგა

13 დღიანი აქციების შემდეგ ლიბანის პრემიერი გადადგა
13 დღიანი აქციების შემდეგ ლიბანის პრემიერი გადადგა

ხანგრძლივი საპროტესტო აქციებისა და დაპირისპირების შემდეგ ლიბანის პრემიერ-მინისტრმა,  საად ჰარირიმ დემონსტრანტების მოთხოვნა დააკმაყოფილა და გადადგა.

ჰარირის სატელევიზო მიმართვა გადადგომის შესახებ მას შემდეგ გავრცელდა, რაც ქუჩის საპროტესტო გამოსვლები უმართავ ძალადობაში გადაიზარდა. კოალიციური მთავრობის შიიტური პარტიების მხარდამჭერები ბეირუთში დემონსტრანტების ბანაკს დაესხნენ თავს. თავდამსხმელებმა პლაკატები დაწვეს და აქციის მონაწილეებს სასტიკად სცემეს.

სპეცდანიშნულების რაზმებმა დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენეს.

უკიდურესი ეკონომიკური კრიზისით გამოწვეული საპროტესტო აქციები ლიბანში ორი კვირის წინ დაიწყო. პროტესტის ერთ-ერთი მიზეზი, ინტერნეტით სატელეფონო ზარის განხორციელებაზე გადასახადის დაწესების შესახებ ხელისუფლების ინიციატივა გახდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system