თავში

13 გორილას ატლანტას ზოოპარკში COVID-19 დაუდასტურდა

13 გორილას ატლანტას ზოოპარკში COVID-19 დაუდასტურდა
13 გორილას ატლანტას ზოოპარკში COVID-19 დაუდასტურდა

ატლანტას ზოოპარკში 13 გორილას PCR ტესტმა COVID-19-ზე დადებითი პასუხი აჩვენა

ზოოპარკის წარმომადგენელთა თქმით, გორილებს კორონავირუსი სავარაუდოდ ინფიცირებული მომვლელისგან გადაედო. 

მაიმუნების ტესტირება მას შემდეგ გადაწყდა, რაც მათ კორონავირუსისთვის დამახასიათებელი ძირითადი სიმპტომები გამოუვლინდათ.

ზოოპარკის თანამშრომლებმა შენიშნეს, რომ მათი დაწესებულების ზორბა ბინადრებს ახველებდა, ჰქონდათ სურდო და გამოხატული უმადობა. ჯორჯიის შტატის ვეტერინარულ ლაბორატორიაში გაგზავნილი ნიმუშებიდან, 13 გორილას ინფიცირება დაუდასტურდა, რაც იმას ნიშნავს, რომ მათთან ერთად მეთვალყურეობის ქვეშ ზოოპარკის თანამშრომლებიც დარჩებიან. 

ატლანტის ზოოპარკის ადმინისტრაცია, იმედს გამოთქვამს, რომ გორილები უვნებლად გადაურჩებიან ვირუსს. გამოჯანმრთელების შემდეგ კი მათ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრიან. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system