თავში

13 ივლისი: COVID-19-ის ახალი შემთხვევები მსოფლიოში

​13 ივლისი: COVID-19-ის ახალი შემთხვევები მსოფლიოში
13 ივლისი: COVID-19-ის ახალი შემთხვევები მსოფლიოში

ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი ჯამში 12,934,317-ს შეადგენს. COVID-19-ს 569,697 ადამიანი ემსხვერპლა.

ჩინეთში კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა დადასტურდა. გარდა ამისა, 6 ასიმპტომური მატარებელია. ჯამში COVID-19-ის 83 602 შემთხვევა გამოვლინდა, დაავადებას 4,634 პაციენტის სიცოცხლე ემსხვერპლა. გამოჯანმრთელდა 85 ათასამდე პაციენტი.

ბრაზილიაში კორონავირუსით ინფიცირების 1 864 681 შემთხვევა ფიქსირდება, COVID-19-ს 72 100 ადამიანი ემსხვერპლა. ბოლო დღე-ღამეში COVID-19-ის 24 831 შემთხვევა დადასტურდა, 631 ადამიანი გარდაიცვალა. 1,12 მილიონზე მეტი პაციენტი გამოჯანმრთელდა.

გერმანიაში COVID-19-ით ინფიცირებულთა რიცხვი 198 963-მდე გაიზარდა, 9064 ადამიანი გარდაიცვალა. ბოლო დღე-ღამეში ინფიცირების 159 შემთხვევა გამოვლინდა, 1 პაციენტი გარდაიცვალა. 185,1 ათასი ადამიანი გამოჯანმრთელდა.

მექსიკაში COVID-19-ით გარდაცვლილთა რიცხვმა 35 006-ს მიაღწია. კორონავირუსი უკვე 299 750 ადამიანს დაუდასტურდა. 184 764 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

ინდოეთში ახალი კორონავირუსის 28,7 ათასი შემთხვევა გამოვლინდა. ჯამში COVID-19 სულ 878 254 ადამიანს დაუდასტურდა. 23 174 პაციენტი გარდაიცვალა, 500 გასულ 24 საათში. 553 470 გამოჯანმრთელდა.

უკრაინაში COVID-19-ით ინფიცირებულთა რიცხვი 54 133-მდე გაიზარდა. გასულ დღე-ღამეში 612 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. კორონავირუსს 1398 პაციენტი ემსხვერპლა, აქედან 15 - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში. 26 503 პირი გამოჯანმრთელდა.

სომხეთში ახალი კორონავირუსი ბოლო 24 საათში 182 ადამიანს დაუდასტურდა. ჯამში, ქვეყანაში COVID-19-ით ინფიცირებულთა რიცხვმა 31 969-ს მიაღწია. კორონავირუსით ინფექციის გავრცელებიდან დღემდე 573 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის, 8 გასული დღე-ღამის განმავლობაში. ამას გარდა, გარდაცვლილია 183 ინფიცირებული, თუმცა მათი გარდაცვალების მიზეზად სხვა დაავადებები სახელდება. 19 865პაციენტი გამოჯანმრთელდა.

რუსეთში COVID-19-ით ერთ დღეში 6 537 ადამიანი დაინფიცირდა და 733 699-ს მიაღწია. გასული დღე-ღამის განმავლობაში ახალ კორონავირუსს კიდევ 104 პაციენტის სიცოცხლე ემსხვერპლა, რითაც გარდაცვლილთა რაოდენობა 11 439-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა 504 021 ადამიანი.

ირანში ბოლო 24 საათში COVID-19-ით 203 ადამიანი გარდაიცვალა. ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 2349-ით გაიზარდა. ახალი კორონავირუსის ინფექცია სულ 259 652 ადამიანს დაუდგინეს. გარდაცვლილია 13 032 პაციენტი. გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 222 539-მდე გაიზარდა.

აზერბაიჯანში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 529 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რითაც ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 24 570-მდე გაიზარდა. გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაცვალების 7 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. COVID-19-ის შედეგად სულ გარდაიცვალა 313 ადამიანი. გამოჯანმრთელდა 15 640 პაციენტი. ხოლო 8 617 პირი ამ დრომდე მკურნალობს.

თურქეთში ახალი ტიპის კორონავირუსით გასული დღე-ღამის განმავლობაში 1,008 ადამიანი დაინფიცირდა. COVID-19-ით დაღუპულთა რაოდენობა 19-ით გაიზარდა. ქვეყანაში ეპიდემიის გავრცელებიდან დღემდე კორონავირუსი 214,001 ადამიანს დაუდასტურდა. დაავადებამ სულ 5,382 პაციენტის სიცოცხლე იმსხვერპლა. კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 195,671-ს აღწევს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system