თავში

13 წლის შვილის მრავალჯერ გაუპატიურებისთვის კაცს 75 წლით პატიმრობა მიესაჯა

​13 წლის შვილის
13  წლის შვილის მრავალჯერ გაუპატიურებისთვის კაცს 75 წლით პატიმრობა მიესაჯა

სასამართლომ სამჯერ 25 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა 40 წლის სამხრეთ აფრიკელ სახივო ნონდუმოს, რომელიც ერთადერთ ქალიშვილს 2 წლის განმავლობაში აუპატიურებდა. მამაკაცმა აღიარა, რომ ქალიშვილზე 11 წლიდან ინტენსიურად ძალადობდა და მიუხედავად ბავშვის თხოვნა-მუდარისა, შეეწყვიტა მასზე ძალადობა, მამას საშინელ განზრახვაზე უარი არასოდეს უთქვამს.

მოძალადე მშობელმა ჩვენებაში დეტალურად აღწერა განვითარებული მოვლენები. მან შვილი პირველად 11 წლის ასაკში გააუპატიურა, მაშინ, როდესაც მეგობარ ქალთან ჩხუბის შემდეგ მარტო დარჩა და ნასვამი შვილის ოთახში შევიდა. მოძალადე მამის თქმით მას პრეზერვატივი არასოდეს უხმარია და ბავშვი დაფეხმძიმდა. ოჯახის ახლობლებმა ის საავადმყოფოში წაიყვანეს, სადაც მას აბორტი გაუკეთეს, მამა კი დაკითხვაზე დაიბარეს, რის შემდეგაც ის დააკავეს.

პატარა გოგონა 2019 წლის დეკემბერში სახლში გაჩენილი ხანძრის შედეგად ცოცხლად დაიწვა. მოძალადე მშობელს სამი მუხლით ჰქონდა ბრალი წაყენებული. მოსამართლემ ის ყველა მათგანში დამნაშავედ ცნო და სამჯერ 25 წლიანი, ანუ სულ 75 წლით პატიმრობა მიუსაჯა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system