თავში

14 ივლისი: COVID-19-ის ახალი შემთხვევები მსოფლიოში

​14 ივლისი: COVID-19-ის ახალი შემთხვევები მსოფლიოში
14 ივლისი: COVID-19-ის ახალი შემთხვევები მსოფლიოში

ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი ჯამში 13,165,663-ს შეადგენს. COVID-19-ს 574,615 ადამიანი ემსხვერპლა.

ჩინეთში კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა დადასტურდა. აქედან 5 ასიმპტომური მატარებელია. ჯამში COVID-19-ის 83 605 შემთხვევა გამოვლინდა, დაავადებას 4,634 პაციენტის სიცოცხლე ემსხვერპლა. გამოჯანმრთელდა 85 ათასამდე პაციენტი.

ბრაზილიაში კორონავირუსით ინფიცირების 1 884 967 შემთხვევა ფიქსირდება, COVID-19-ს 72 833 ადამიანი ემსხვერპლა. ბოლო დღე-ღამეში COVID-19-ის 20 286 შემთხვევა დადასტურდა, 733 ადამიანი გარდაიცვალა. 1 154 837 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

მექსიკაში COVID-19-ით გარდაცვლილთა რიცხვმა 35 491-ს მიაღწია. კორონავირუსი უკვე 304 435 ადამიანს დაუდასტურდა. 185 ათასამდე ადამიანი გამოჯანმრთელდა.

ინდოეთში ახალი კორონავირუსის 28,4 ათასი შემთხვევა გამოვლინდა. ჯამში COVID-19 სულ 906 752 ადამიანს დაუდასტურდა. 23 727 პაციენტი გარდაიცვალა, 553 გასულ 24 საათში. 571 459 გამოჯანმრთელდა.

უკრაინაში COVID-19-ით ინფიცირებულთა რიცხვი 54 77-მდე გაიზარდა. გასულ დღე-ღამეში 638 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. კორონავირუსს 1412 პაციენტი ემსხვერპლა, აქედან 14 - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში. 27 154 პირი გამოჯანმრთელდა.

სომხეთში ახალი კორონავირუსი ბოლო 24 საათში 339 ადამიანს დაუდასტურდა. ჯამში, ქვეყანაში COVID-19-ით ინფიცირებულთა რიცხვმა 32 490-ს მიაღწია. კორონავირუსით ინფექციის გავრცელებიდან დღემდე 581 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის, 8 გასული დღე-ღამის განმავლობაში. ამას გარდა, გარდაცვლილია 184 ინფიცირებული, თუმცა მათი გარდაცვალების მიზეზად სხვა დაავადებები სახელდება. 20 729 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

რუსეთში COVID-19-ით ერთ დღეში 6 248 ადამიანი დაინფიცირდა და 739 947-ს მიაღწია. გასული დღე-ღამის განმავლობაში ახალ კორონავირუსს კიდევ 175 პაციენტის სიცოცხლე ემსხვერპლა, რითაც გარდაცვლილთა რაოდენობა 11 614-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა 512 825 ადამიანი.

ირანში ბოლო 24 საათში COVID-19-ით 179 ადამიანი გარდაიცვალა. ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 2521-ით გაიზარდა. ახალი კორონავირუსის ინფექცია სულ 262 173 ადამიანს დაუდგინეს. გარდაცვლილია 13 211 პაციენტი. გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 225 270-მდე გაიზარდა.

აშშ-ში ბოლო 24 საათში კორონავირუსი 58 114 ადამიანს დაუდასტურდა, 400 ადამიანი კი გარდაიცვალა. ჯამში ქვეყანაში რეგისტრირებულია COVID-19-ის 3 364 547 შემთხვევა. ვირუსს 135 ათასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. მილიონზე მეტი გამოჯანმრთელდა.

გერმანიაში COVID-19-ით ინფიცირებულთა რიცხვი 199 375-მდე გაიზარდა, 9068 ადამიანი გარდაიცვალა. ბოლო დღე-ღამეში ინფიცირების 412 შემთხვევა გამოვლინდა. 185 ათასამდე ადამიანი გამოჯანმრთელდა.

აზერბაიჯანში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 543 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რითაც ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 25 113-მდე გაიზარდა. გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაცვალების 6 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. COVID-19-ის შედეგად სულ გარდაიცვალა 319 ადამიანი. გამოჯანმრთელდა 16 150 პაციენტი. ხოლო 8644 პირი ამ დრომდე მკურნალობს.

თურქეთში ახალი ტიპის კორონავირუსით გასული დღე-ღამის განმავლობაში 992 ადამიანი დაინფიცირდა. COVID-19-ით დაღუპულთა რაოდენობა 20-ით გაიზარდა. ქვეყანაში ეპიდემიის გავრცელებიდან დღემდე კორონავირუსი 214 993 ადამიანს დაუდასტურდა. დაავადებამ სულ 5402 პაციენტის სიცოცხლე იმსხვერპლა. კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 196 720-ს აღწევს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system