თავში

14 ტიპის ვაქცინა 2021 წლისთვის - აშშ-ის გეგმები COVID-19-თან საბრძოლველად

14 ტიპის ვაქცინა 2021 წლისთვის - აშშ-ის გეგმები COVID-19-თან
14 ტიპის ვაქცინა 2021 წლისთვის - აშშ-ის გეგმები COVID-19-თან საბრძოლველად

აშშ-ის ხელისუფლება ვარაუდობს, რომ 2021 წლის იანვრამდე COVID-19-ის ვაქცინას შეიმუშავებს, თუმცა ვერ უზრუნველყოფს გარანტიას, რომ ის წარმატებული აღმოჩნდება. ამის შესახებ CNN-თან ინტერვიუში შეერთებული შტატების ალერგიული და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორმა, ენტონი ფაუჩიმ განაცხადა.

”მე ვფიქრობ, რომ თუ ყველაფერი კარგად წავა, მაშინ ის წარმატებას მიაღწევს”, - განაცხადა ფაუჩიმ და აღნიშნა, რომ  აშშ-ს ხელისუფლებამ შეარჩია რამდენიმე პერსპექტიული პროექტი წამლის შესაქმნელად.

გამოცემა NBC–ს ცნობით, შუალედურ ეტაპზე, ამერიკელი ექსპერტები  სულ მცირე 14 ტიპის ”კორონავირუსის შესაძლო ვაქცინის” ტესტირებას გეგმავენ.

ფაუჩის განმარტებით, შესაძლებელია, რომ ვაქცინის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით ეჭვები გაჩნდეს. 

”შეიძლება აღმოჩნდეს, რომ ის  არ მუშაობს. თუმცა, ვვარაუდობთ, რომ ვაქცინა იქნება უსაფრთხო და ეფექტური", - განაცხადა ენტონი ფაუჩიმ. მან ამასთან,  ხაზგასმით აღნიშნა, რომ გარანტიის მოცემა არ შეუძლია, თუმცა დარწმუნებულია, რომ  ამერიკელი ექსპერტები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ვაქცინა იანვრის თვეში მზად იყოს.

პაუჩიმ აღნიშნა, რომ ვაქცინის შექმნას შეერთებულ შტატებში შესაძლოა ასობით მილიონი დოლარი დასჭირდეს.

ფაუჩის თქმით, აშშ-ის მრავალი სააგენტო მონაწილეობს ვაქცინის შემუშავებაში. მათ შორის არის ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტები და სურსათისა და წამლის ადმინისტრაცია, აშშ-ის ჯანმრთელობისა და ადამიანური სერვისების დეპარტამენტი და თავდაცვის სამინისტროს დეპარტამენტი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system