თავში

14 წლის დაკარგული ფეხმძიმე გოგონა გარდაცვლილი იპოვეს

​14 წლის დაკარგული ფეხმძიმე გოგონა გარდაცვლილი იპოვეს
14 წლის დაკარგული ფეხმძიმე გოგონა გარდაცვლილი იპოვეს

14 წლის როსიო მეგალი ვერა 2 თვის ფეხმძიმე იყო, როდესაც გაუჩინარდა. 

გოგონას ცხედარი მიტოვებულ ადგილას მისმა ძმამ, მიგელ ანხელმა, 2 დღის შემდეგ იპოვა. 

საქმეში სამართალდამცავები იყვნენ ჩართულები, თუმცა ძმა დის ძებნას პოლიციისგან დამოუკიდებლად განაგრძობდა.

შემთხვევა არგენტინის ჩრდილოეთით, სანტა-ფეს პროვინციაში, ქალაქ რეკონკისტაში მოხდა.

დაკარგულის შესახებ პოლიციას დედამ შეატყობინა და განაცხადა, რომ მისი შვილი მეგობარ ბიჭთან შეხვედრის შემდეგ გაუჩინარდა.

როსიოს დედის თმით, მას ბავშვის მამამ დაურეკა და უთხრა, რომ მათი შვილი 30 წლის მამაკაცთან ერთად წავიდა სახლში, სადაც ისინი თურმე ხშირად ხვდებოდნენ ხოლმე. ადგილზე მისულ დედას იქ არავინ დახვდა.

სამართალდამცავებმა ერთი არასრულწლოვანი უკვე დააკავეს, თუმცა ვარაუდობენ, რომ საქმეში გაცილებით მეტი ადამიანია ჩართული.

პროკურატურის განცხადებით გოგონას სხეულს ძალადობის კვალი აღენიშნებოდა. ისინი აუტოფსიის შედეგებს ელოდებიან და მეტი დეტალი შემდეგ გახდება ცნობილი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system