თავში

14 წლის გაუპატიურებულმა გოგონამ თავი მოკლა

14 წლის ​გაუპატიურებულმა გოგონამ თავი მოკლა
14 წლის გაუპატიურებულმა გოგონამ თავი მოკლა

სამხრეთ -დასავლეთ ინდოეთში, კარნატაკას შტატში მოსახლეობა დამნაშავის სიკვდილით დასჯას ითხოვს. 24 წლის მამაკაცმა დჰარვადის რეგიონის სოფელ ბჰორუგაში 14 წლის გოგონა გააუპატიურა. შეურაცხყოფილმა ბავშვმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. 

ბავშვი სოფლის ტაძარში ავადმყოფი დედის გამოჯანმრთელებისთვის სალოცავად მიდიოდა, როდესაც მას ნაცნობი მამაკაცი აედევნა, ტაძრიდან გამოსული გოგონა უახლოეს ფერმაში შეათრია და გააუპატიურა. სახლში დაბრუნებულმა გოგონამ მომხდარის შესახებ მშობლებს მხოლოდ მეორე დღეს უთხრა. დედ-მამამ გოგონას საავადმყოფოში წაყვანა გადაწყვიტეს, თუმცა მანამდე ბავშვმა საწამლავი დალია და თავი მოიკლა. გოგონა დაუყოვნებლივ საავადმყოფოში გადაიყვანეს, მაგრამ მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

მომხდართან დაკავშირებით დაკავებულია მოძალადე, რომელიც გარდაცვლილი გოგონას ოჯახში ხშირად იმყოფებოდა. ის მათ სოფლის მეურნეობის საქმეებში ეხმარებოდა.

გოგონას გაუპატიურებისა და თვითმკვლელობის ფაქტს ფართო რეზონანსი მოჰყვა. რეგიონის აღშფოთებული მოსახლეობა, მოძალადის სიკვდილით დასჯის მოთხოვნით, რამდენიმე დღეა აქციებს მართავს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system