თავში

14 წლის ვუნდერკინდმა COVID-19-ის სამკურნალო მოლეკულა აღმოაჩინა

14 წლის ვუნდერკინდმა COVID-19-ის სამკურნალო მოლეკულა აღმოაჩინა
14 წლის ვუნდერკინდმა COVID-19-ის სამკურნალო მოლეკულა აღმოაჩინა

14 წლის ტეხასში მცხოვრებმა ვუნდერკინდმა, ანიკა ჩებროლუმ მოლეკულა აღმოაჩინა, რომელიც მეცნიერებს COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში დაეხმარება და მედიკოსებს პანდემიის შეჩერებისკენ მიმავალ გზას გაუმარტივებს. 

ანიკა ჩებროლუმ აღნიშნული პროექტით 3M Young Scientist Challenge-ში გაიმარჯვა და 25,000 აშშ დოლარის ოდენობით დაფინანსება მოიპოვა. 

საშუალო სკოლის მოსწავლემ პროექტი სეზონური გრიპის წინააღმდეგ ბრძოლის გზების შესასწავლად წამოიწყო, თუმცა კორონავირუსის პანდემიის შემდეგ, მისი გეგმები შეიცვალა და კვლევის მიმართულება შეცვალა. 

პოტენციური წამლის პოვნის მიზნით, მან მრავალი კომპიუტერული პროგრამა გამოიყენა, იმის დასადგენად, თუ როგორ და სად უკავშირდება მოლეკულა SARS-CoV-2 ვირუსს.

”მე შევიმუშავე მოლეკულა, რომელსაც შეუძლია დაუკავშირდეს SARS-CoV-2 ვირუსის გარკვეულ ცილას. ეს მოლეკულა ცილასთან შეერთებით შეაჩერებს მის ფუნქციონირებას...", - განმარტავს ჩებროლუ.

სკოლის მოსწავლის აღმოჩენამ საერთაშორისო დიასპორის ყურადღება მაშინვე მიიქცია. ინდოეთის-ვიცე პრეზიდენტის განცხადებით, 14 წლის ინდოელი წარმოშობის სტუდენტით მთელი ქვეყანა ამაყობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system