თავში

15 ივლისი: COVID-19-ის ახალი შემთხვევები მსოფლიოში

​15 ივლისი: COVID-19-ის ახალი შემთხვევები მსოფლიოში
15 ივლისი: COVID-19-ის ახალი შემთხვევები მსოფლიოში

ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი ჯამში 13,397,167-ს შეადგენს. COVID-19-ს 580,388 ადამიანი ემსხვერპლა.

ჩინეთში კორონავირუსის 10 ახალი შემთხვევა დადასტურდა. აქედან 4 ასიმპტომური მატარებელია. ჯამში COVID-19-ის 83 611 შემთხვევა გამოვლინდა, დაავადებას 4,634 პაციენტის სიცოცხლე ემსხვერპლა. გამოჯანმრთელდა 85 ათასზე მეტი პაციენტი.

ბრაზილიაში კორონავირუსით ინფიცირების 1 926 824 შემთხვევა ფიქსირდება, COVID-19-ს 74 133 ადამიანი ემსხვერპლა. ბოლო დღე-ღამეში COVID-19-ის 41 857 შემთხვევა დადასტურდა, 1,3 ათასი ადამიანი გარდაიცვალა. მილიონზე მეტი პაციენტი გამოჯანმრთელდა.

მექსიკაში COVID-19-ით გარდაცვლილთა რიცხვმა 36 327-ს მიაღწია. კორონავირუსი უკვე 311 486 ადამიანს დაუდასტურდა. 185 ათასამდე ადამიანი გამოჯანმრთელდა.

ინდოეთში ახალი კორონავირუსის 29,4 ათასი შემთხვევა გამოვლინდა. ჯამში COVID-19 სულ 936 181 ადამიანს დაუდასტურდა. 24 309 პაციენტი გარდაიცვალა, 582 გასულ 24 საათში. 592 031 გამოჯანმრთელდა.

უკრაინაში COVID-19-ით ინფიცირებულთა რიცხვი 55 607-მდე გაიზარდა. გასულ დღე-ღამეში 836 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. კორონავირუსს 1 427 პაციენტი ემსხვერპლა, აქედან 15 - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში. 28 131 პირი გამოჯანმრთელდა.

სომხეთში ახალი კორონავირუსი ბოლო 24 საათში 515 ადამიანს დაუდასტურდა. ჯამში, ქვეყანაში COVID-19-ით ინფიცირებულთა რიცხვმა 33 005-ს მიაღწია. კორონავირუსით ინფექციის გავრცელებიდან დღემდე 592 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის, 11 გასული დღე-ღამის განმავლობაში. ამას გარდა, გარდაცვლილია 184 ინფიცირებული, თუმცა მათი გარდაცვალების მიზეზად სხვა დაავადებები სახელდება. 21 348 პაციენტი გამოჯანმრთელდა. 

რუსეთში COVID-19-ით ერთ დღეში 6 422 ადამიანი დაინფიცირდა და 746 369-ს მიაღწია. გასული დღე-ღამის განმავლობაში ახალ კორონავირუსს კიდევ 156 პაციენტის სიცოცხლე ემსხვერპლა, რითაც გარდაცვლილთა რაოდენობა 11 770-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა 523 249 ადამიანი.

ირანში ბოლო 24 საათში COVID-19-ით 199 ადამიანი გარდაიცვალა. ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 2 388-ით გაიზარდა. ახალი კორონავირუსის ინფექცია სულ 264 561 ადამიანს დაუდგინეს. გარდაცვლილია 13 410 პაციენტი. გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 227 561-მდე გაიზარდა.

აზერბაიჯანში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 559 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რითაც ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 25 672-მდე გაიზარდა. გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაცვალების 7 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. COVID-19-ის შედეგად სულ გარდაიცვალა 326 ადამიანი. გამოჯანმრთელდა 16 695 პაციენტი. ხოლო 8651 პირი ამ დრომდე მკურნალობს.

თურქეთში ახალი ტიპის კორონავირუსით გასული დღე-ღამის განმავლობაში 947 ადამიანი დაინფიცირდა. COVID-19-ით დაღუპულთა რაოდენობა 17-ით გაიზარდა. ქვეყანაში ეპიდემიის გავრცელებიდან დღემდე კორონავირუსი 215 940 ადამიანს დაუდასტურდა. დაავადებამ სულ 5 419 პაციენტის სიცოცხლე იმსხვერპლა. კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 197 733-ს აღწევს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system