თავში

15-მეტრიანი ჭიდან ძაღლი და კატები ამოიყვანეს, რომლებმაც იქ 10 თვე გაატარეს

​15-მეტრიანი ჭიდან ძაღლი და კატები ამოიყვანეს, რომლებმაც იქ 1=
15-მეტრიანი ჭიდან ძაღლი და კატები ამოიყვანეს, რომლებმაც იქ 10 თვე გაატარეს

პაკისტანის ერთ-ერთ სოფელში მაშველებმა 15-მეტრიანი ჭიდან ძაღლი და კატები ამოიყვანეს, რომლებმაც იქ, სიბნელეში, წყალსა და ნაგავში 10 თვე გაატარეს. ამის შესახებ The Express Tribune წერს.

ადგილობრივი მოსახლეობას რამდენიმე თვე ძაღლის იდუმალი ყეფა ესმოდა. ძლიერი ექოს გამო, ხმების ლოკალიზაცია ვერ ხერხდებოდა. ერთ დღესაც ადგილობრივები ჭას მიუახლოვდნენ და მიხვდნენ, რომ ცხოველები იქ ჩავარდნენ.

ადგილზე გამოძახებულმა მაშველებმა ჭიდან ძაღლი და 2 კატა ამოიყვანეს. ვეტერინარების თქმით, საოცარია, რომ ისინი ამდენი თვის განმავლობაში გადარჩნენ. ცხოველები, სავარაუდოდ, ნაგვით იკვებებოდნენ, რომელსაც მოსახლეობა ჭაში ყრიდა.

ცხოველების გადარჩენის სპეცოპერაცია მარტივი არ იყო. ისინი იმდენად შეშინებულები იყვნენ, რომ აქეთ იქით დარბოდნენ და ამწე ბადეებს გაურბოდნენ.

მაშველების თქმით, ძაღლს და კატას შოკი ჰქონდათ, თუმცა მათ სიცოცხლეს არაფერი ემუქრება. ახლა ისინი კარანტინში მოათავსეს.

ახლა ადგილობრივი მოსახლეობა ხელისუფლებას ჭის ამოვსებას სთხოვს, რადგან არის საშიშროება, რომ იქ ადამიანიც კი ჩავარდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system