თავში

16 წლის ქორწინების შემდეგ ანა ვინტური ქმარს, შელბი ბრაიანს დაშორდა

16 წლის ქორწინების შემდეგ ანა ვინტური ქმარს, შელბი ბრაიანს დაშორდა
16 წლის ქორწინების შემდეგ ანა ვინტური ქმარს, შელბი ბრაიანს დაშორდა

ამერიკული Vogue–ის მთავარი რედაქტორი ანა ვინტური და მისი ინვესტორი მეუღლე შელბი ბრაიანი დაშორდნენ. წყვილმა ერთად 21 წელი გაატარა, აქედან 16 ქორწინებაში. ინფორმაციას ამის შესახებ Daily Mail ავრცელებს.

ვინტურმა და ბრაიანმა ურთიერთობა 1999 წელს დაიწყეს. იმ დროს ანა ახლახან გაშორდა თავის პირველ ქმარს, დევიდ შაფერს. ჟურნალისტის გულისთვის შელბიმ ცოლი ეკატერინე მიატოვა. 2004 წელს ისინი დაქორწინდნენ. ცერემონია ფარულად ჩატარდა. ბოლო შვიდი წლის განმავლობაში წყვილი საზოგადოებაში არ გამოჩენილა, რამაც მოსალოდნელი განქორწინების ჭორები გამოიწვია.

ვინტურის წარმომადგენელმა მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაზე კომენტარზე უარი განაცხადა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system