თავში

16 წლის მოდელის გაუპატიურება - მორიგი ბრალი ჰარვი ვაინშტეინის წინააღმდეგ

16 წლის მოდელის გაუპატიურება - მორიგი ბრალი ჰარვი ვაინშტეინის წინააღმდ
16 წლის მოდელის გაუპატიურება - მორიგი ბრალი ჰარვი ვაინშტეინის წინააღმდეგ

პოლონური წარმოშობის ყოფილმა მოდელმა, 33 წლის კაია სოკოლამ, ჰოლივუდის ცნობილი პროდიუსერი ჰარვი ვაინშტეინი გაუპატიურებაში დაადანაშაულა. ამის შესახებ The Hollywood Reporter და Variety წერენ.

ექსმოდელის განცხადებით, ინციდენტი 2002 წელს მოხდა, როდესაც ის მხოლოდ 16 წლის დამწყები მოდელი იყო. იგი ჰარვი ვაინშტეინს წარუდგინეს, რომელმაც მას კინოში სამსახურის დაწყებაში დახმარება შესთავაზა. პროდიუსერმა გოგონა სადილად დაპატიჟა, თუმცა ამის ნაცვალად საკუთარ, ნიუ-იორკის ბინაში წაიყვანა და მასზე სექსუალურად იძალადა.

ექსმოდელის განცხადებით, ვაინშტეინი მას დაემუქრა, რომ იგი ვერასოდეს გაიკეთებდა კარიერას, თუ მის მოთხოვნებს არ დათანხმდებოდა.

დღეისათვის ცნობილ პროდიუსერს სექსუალურ ძალადობასა და ღირსების შელახვაში არაერთი მსახიობი და მოდელი ადანაშაულებს.

გაუპატიურებისა და სექსუალური შევიწროების შესახებ ოფიციალური ბრალდება ვაინშტეინის 2018 წლის გაზაფხულზე წაუყენეს. ბრალის წარდგენამდე რამდენიმე დღით ადრე იგი ნებაყოფლობით ჩაბარდა პოლიციას, თუმცა, დანაშაულს არ აღიარებს. გასულ კვირაში ცნობილი გახადა, რომ პროდიუსერი მზადაა საკუთარ მსხვერპლებს 25 მილიონი დოლარის კომპენსაცია გადაუხადოს.

New York Post-თვის მიცემულ ინტერვიუში ვაინშტაენმა საკუთარ თავს ჰოლივუდში ქალთა კინოს დამცველი უწოდა და საზოგადოება კინოინდუსტრიაში მისი წვლილის უგულებელყოფაში დაადანაშაულა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system