თავში

17 წლის ჰაკერს, რომელმაც Twitter-ი გატეხა, 3-წლიანი პატიმრობა შეეფარდა

17 წლის ჰაკერს, რომელმაც Twitter-ი გატეხა, 3-წლიანი პატიმრობა შეეფარდა
17 წლის ჰაკერს, რომელმაც Twitter-ი გატეხა, 3-წლიანი პატიმრობა შეეფარდა

თინეიჯერი ჰაკერი, გრეჰემ ივან კლარკი ციხეში სამ წელიწადს გაატარებს. ის 2020 წლის ივლისში დააპატიმრეს, როდესაც ჯერ კიდევ 17 წლის იყო. 

კლარკმა გასული წლის ივლისში Twitter-ის გატეხვა შეძლო და ცნობილი ადამიანების სახელით (ილონ მასკი, ბილ გეიტსი, ჯო ბაიდენი, ჯეფ ბეზოსი და ა.შ.) დაპოსტა, რომ ისინი ვინც მითითებულ ანგარიშზე ბიტკოინს გაგზავნიდა, ორმაგად დაუბრუნდებოდა. ამ მეთოდით კლარკმა 117 000 აშშ დოლარის ოდენობის ბიტკოინის მითვისება შეძლო.

სრულწლოვანობის შემთხვევაში კლარკს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებოდა, თუმცა იმის გამო, რომ ის 17 წლის ასაკში დააკავეს, საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა. მან უკან დააბრუნა ბიტკოინები, ასევე დათანხმდა, არ გამოიყენოს კომპიუტერული ტექნიკა ზედამხედველის გარეშე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system