თავში

17 წლის თინეიჯერი მედუზის მსხვერპლი გახდა

17 წლის თინეიჯერი მედუზის მსხვერპლი გახდა
17 წლის თინეიჯერი მედუზის მსხვერპლი გახდა

17 წლის ავსტრალიელი თინეიჯერი 15 წლის შემდეგ შხამიანი მედუზას პირველი მსხვერპლი გახდა. ის ავსტრალიის ჩრდილოეთით მდებარე სანაპიროზე, კეიპ იორკში ცურავდა, რა დროსაც ერთ-ერთ ყველაზე შხამიან არსებას, მედუზას გადააწყდა.

მას შემდეგ რაც ათვლის წარმოება დაიწყო შხამიანმა მედუზამ სულ 76 ადამიანი იმსხვერპლა.  ბოლოს ფატალური შემთხვევა 2006 წელს დაფიქსირდა.

აღსანიშნავია, რომ მედუზის შხამი განსაკუთრებულ ტკივილებს იწვევს და შესაძლოა ოკეანეში მოცურავე ტკივილისგან გაითიშოს და დაიხრჩოს. შხამი გულზე, ნერვულ სისტემაზე და კანზე მოქმედებს. 

ექიმებმა 17 წლის მოზარდის გადარჩენა სამწუხაროდ ვერ მოახერხეს, მას გული "ჩაეკეტა" და მისი დეფიბრილატორით გაცოცხლება ვეღარ მოხერხდა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system