თავში

18 ივლისი: COVID-19-ის ახალი შემთხვევები მსოფლიოში - განახლებულია

18 ივლისი: COVID-19-ის ახალი შემთხვევები მსოფლიოში
18 ივლისი: COVID-19-ის ახალი შემთხვევები მსოფლიოში - განახლებულია

ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი ჯამში 14,280,571-ს შეადგენს. COVID-19-ს 601,268 ადამიანი ემსხვერპლა.

ჩინეთში კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევა დადასტურდა და 5 ასიმპტომური მატარებელია. ჯამში COVID-19-ის 83,644 შემთხვევა გამოვლინდა, დაავადებას 4,634 პაციენტის სიცოცხლე ემსხვერპლა. გამოჯანმრთელდა 78 ათასზე მეტი პაციენტი.

ბრაზილიაში კორონავირუსით ინფიცირების 2 მილილიონი შემთხვევა ფიქსირდება, COVID-19-ს 78,097 ადამიანი ემსხვერპლა. ბოლო დღე-ღამეში COVID-19-ის 34,177 შემთხვევა დადასტურდა, 1,163 ადამიანი გასულ დღეს გარდაიცვალა. მილიონზე მეტი პაციენტი გამოჯანმრთელდა.

მექსიკაში COVID-19-ით გარდაცვლილთა რიცხვმა ბოლო დღე-ღამეში 736-ით გაიზარდა და ჯამში რიცხვმა 38,310-ს მიაღწია. კორონავირუსი ბოლო 24 საათში 7,257-სა და ჯამში უკვე 331,298 ადამიანს დაუდასტურდა. 208 ათასამდე ადამიანი გამოჯანმრთელდა.

ინდოეთში ახალი კორონავირუსის 34.9 ათასი შემთხვევა გამოვლინდა. ჯამში COVID-19 სულ 1 003 832 ადამიანს დაუდასტურდა. 25 602 პაციენტი გარდაიცვალა, 687 გასულ 24 საათში. 635 756 გამოჯანმრთელდა.

გერმანიაში COVID-19-ით ინფიცირებულთა რიცხვი 202,442-მდე გაიზარდა, 9,162 ადამიანი გარდაიცვალა. ბოლო დღე-ღამეში ინფიცირების 583 შემთხვევა გამოვლინდა. 187 ათასამდე ადამიანი გამოჯანმრთელდა.

უკრაინაში COVID-19-ით ინფიცირებულთა რიცხვი 58,111-მდე გაიზარდა. გასულ დღე-ღამეში 847 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. კორონავირუსს 1,477 პაციენტი ემსხვერპლა, აქედან 21 - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში. 30,525 პირი გამოჯანმრთელდა.

სომხეთში ახალი კორონავირუსი ბოლო 24 საათში 631 ადამიანს დაუდასტურდა. ჯამში, ქვეყანაში COVID-19-ით ინფიცირებულთა რიცხვმა 34,462-ს მიაღწია. კორონავირუსით ინფექციის გავრცელებიდან დღემდე 631 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის, 11 გასული დღე-ღამის განმავლობაში. 23,123 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

რუსეთში COVID-19-ით ერთ დღეში 6,234 ადამიანი დაინფიცირდა და 765,437-ს მიაღწია. გასული დღე-ღამის განმავლობაში ახალ კორონავირუსს კიდევ 124 პაციენტის სიცოცხლე ემსხვერპლა, რითაც გარდაცვლილთა რაოდენობა 12,247-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა 546,863 ადამიანი.

ირანში ბოლო 24 საათში COVID-19-ით 188 ადამიანი გარდაიცვალა. ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 2,166-ით გაიზარდა. ახალი კორონავირუსის ინფექცია სულ 271,606 ადამიანს დაუდგინეს. გარდაცვლილია 13,979 პაციენტი. გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 235,300-მდე გაიზარდა.

აშშ-ში გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 75,821 შემთხვევა დადასტურდა. გასული დღე-ღამის განმავლობაში დაავადებას 936 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 142 ათასს გადასცდა. ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, ეპიდემიის გავრცელებიდან დღემდე აშშ-ში COVID-19-ით 3,795,889 პირი დაინფიცირდა.

თურქეთში ახალი ტიპის კორონავირუსით გასული დღე-ღამის განმავლობაში 918 ადამიანი დაინფიცირდა. COVID-19-ით დაღუპულთა რაოდენობა 17-ით გაიზარდა. ქვეყანაში ეპიდემიის გავრცელებიდან დღემდე კორონავირუსი 218,717 ადამიანს დაუდასტურდა. დაავადებამ სულ 5,475 პაციენტის სიცოცხლე იმსხვერპლა. კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 201,013-ს აღწევს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system