თავში

180-მეტრიანი სატვირთო გემი მეჩეჩზე გაიჭედა

180-მეტრიანი სატვირთო გემი მეჩეჩზე გაიჭედა
180-მეტრიანი სატვირთო გემი მეჩეჩზე გაიჭედა

სტამბოლის მახლობლად 180 მეტრის სიგრძის სატვირთო გემი, ტუზლას რეგიონში მეჩეჩზე გაიჭედა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Sabah ავრცელებს. 

სინგაპურის დროშის ქვეშ მცურავი, 180-მეტრიანი სატვირთო, გემი სახელად HOEGH PUSAN, წყალშია გაჭედილი. შემთხვევა ორშაბათს, ღამის საათებში მოხდა. 

გემის გადარჩენის ოპერაცია ამ დრომდე გრძელდება. ოპერაციაში ჩართულია სამაშველო ნავი და ბუქსირი. 

წინასწარი მონაცემებით, ინციდენტის შედეგად, არავინ დაშავებულა. ასევე არ არის მატერიალური დანაკარგი და  გარემოს დაბინძურების საფრთხე არ ემუქრება. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system