თავში

180 ცხედარი 7 თვე მინდორში დაუმარხავი იყო

​180 ცხედარი 7 თვე მინდორში დაუმარხავი იყო
180 ცხედარი 7 თვე მინდორში დაუმარხავი იყო

ბურკინა-ფასოს ჩრდილოეთ ნაწილში, სადაც სახელისუფლებო ძალები ჯიჰადისტების წინააღმდეგ იბრძვიან, საძმო სასაფლაოზე 180 ცხედარი იპოვეს.

Human Rights Watch-ის დოკუმენტში ნათქვამია,  რომ  მონაცემები ხელისუფლების მიერ სიკვდილით მასობრივი დასჯის ფაქტებზე მიუთითებს, სადაც ადამიანებს სიკვდილის განაჩენი სასამართლო განხილვის გარეშე გამოუტანეს.

დაღუპულები თვალებახვეულები იყვნენ, შეკრული ჰქონდათ ხელები და ტყვია თავში ჰქონდათ ნასროლი. ანგარიშის თანახმად, ცხედრები 7 თვის განმავლობაში მიტოვებული იყო ქალაქ ჯიბოს მახლობლად მდებარე ეგრეთ წოდებულ "სიკვდილის მინდორზე".  შემდეგ კი ისინი ადგილობრივებმა დამარხეს.

Human Rights Watch-ის უფლებადამცველები აცხადებენ, რომ ბურკინა-ფასოს ხელისუფლებამ დახმარებისთვის გაერო-ს უნდა მიმართოს, დანაშაული გამოიძიოს და პასუხისმგებელი პირები დასაჯოს. ცხედრებს ექსჰუმაცია ჩაუტარდეს და იდენტიფიკაციის შემდეგ ოჯახებს გადასცენ.

ბურკინა-ფასო დასავლეთ აფრიკაში მდებარე სახელმწიფოა, რომელსაც ზღვაზე გასასვლელი არა აქვს. ქვეყანა ისლამისტ ამბოხებულებს ებრძვის, რომელთაც "ალ-ქაიდასა" და "ისლამური სახელმწიფოს" ტერორისტულ ორგანიზაციებთან აქვთ კავშირი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system