თავში

19 წლის გოგო 11 მამაკაცმა გააუპატიურა და მე-6 სართულიდან გადმოაგდო - PHOTO

19 წლის გოგო 11 მამაკაცმა გააუპატიურა და მე-6 სართულიდან
19 წლის გოგო 11 მამაკაცმა გააუპატიურა და მე-6 სართულიდან გადმოაგდო - PHOTO

19 წლის ჰამიდი მოჰამედ ფარაჰი 11 ბიჭმა გააუპატიურა და მოკლა. შემზარავი შემთხვევა სომალის დედაქალაქ მოგადიშოში მოხდა. გოგონა მეგობარ ბიჭთან შესახვედრად წავიდა, რომელმაც ის უცხო ადგილას შეიტყუა. გოგოზე ახალგაზრდებმა ჯგუფურად იძალადეს, შემდეგ კი ის შენობის მე-6 სართულიდან გადმოაგდეს. პოლიციამ 11 პირი უკვე დააკავა, თუმცა დანაშაულში, შესაძლოა, მეტი პირი მონაწილეობდეს.  

ჰამიდის ფარაჰი, რომელიც კოლეჯში ჩაბარებას აპირებდა და სტუდენტობისთვის ემზადებოდა, სახლიდან შუადღისას გავიდა. მოგვიანებით მის ოჯახს შემზარავი ამბავი შეატყობინეს. მკვლელობას მოგადიშოში დიდი რეზონანსი მოჰყვა. ოჯახი დამნაშავეების სასტიკად დასჯას ითხოვს.

სომალის მოსახლეობა აცხადებს, რომ ქვეყანაში ქალების წინააღმდეგ ძალადობის აღსაკვეთად თითქმის არაფერი კეთდება და ეს პრობლემა ქვეყანაში ძალიან მწვავედ დგას. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system