თავში

19 წლის გოგო გაუპატიურებიდან რამდენიმე დღეში გარდაიცვალა

​19 წლის გოგო გაუპატიურებიდან რამდენიმე დღეში გარდაიცვალა
19 წლის გოგო გაუპატიურებიდან რამდენიმე დღეში გარდაიცვალა

ინდოეთში, უტარ პრადეშის შტატში, 19 წლის გოგო გაუპატიურებიდან რამდენიმე დღეში, საავადმყოფოში გარდაიცვალა. შემთხვევა დელის მახლობლად, ქალაქ ჰათრასში მოხდა. დაბალი კასტის წარმომადგენელ ახალგაზრდა ქალს მაღალი კასტის წარმომადგენელი მამაკაცები თავს ყანაში მუშაობისას დაესხნენ. დასისხლიანებული ქალი, კისრისა და ნეკნების დაზიანებებით უგონო მდგომარეობაში იპოვეს და საავადმყოფოში გადაიყვანეს. დაზიანებების სიმძიმის გამო ექიმებმა მისის გადარჩენა ვერ შეძლეს. შემთხვევას საზოგადოების აღშფოთება და პროტესტი მოჰყვა. საავადმყოფოსთან, სადაც ქალი გარდაიცვალა, 300-მდე ადამიანი შეიკრიბა და კრიმინალი და ქალების წინააღმდეგ ძალადობა გააპროტესტა.

არასამთავრობო ორგანიზაციებისა და უფლებადამცველების განცხადებით, ინდოეთში უკიდურესად მძიმე ვითარება ქალების უფლებების თვალსაზრისით. ოფიციალური მონაცემებით ქვეყანაში ყოველ 15 წუთში 1 ქალს აუპატიურებენ. გასული წელს გაუპატიურების 34 000 შემთხვევა დაფიქსირდა, თუმცა რეალური მონაცემები, სავარაუდოდ, გაცილებით მაღალი იქნება. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system