
სამხერეთ აფრიკაში 19 წლის გოგონა 35 წლის შეყვარებულმა ცეცხლმოკიდებულ ოთახში ჩაკეტა. ამის შესახებ Mirror წერს.
გოგონასა და მის ყოფილ შეყვარებულს შორის ურთიერთშელაპარაკება მოხდა. გოგონას დაეძინა, მამაკაცმა კი ოთახში საწყავი დაასხა და ცეცხლი წაუკიდა. გოგონა კვამლმა გააღვიძა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ მისმა შეყვარებულმა კარები ჩაკეტა. გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცმა გოგონას ხმა გაიგო, რომელიც შველას ითხოვდა, მაგრამ გაიქცა.
19 წლის დაზარალებულის კივილის ხმა მეზობლებმა გაიგეს. მისვლის შემდეგ მათ აღმოაჩინეს, რომ მან სხეულის ისეთი საშინელი დაზიანება მიიღო, რომ მისი ვინაობის დადგენაც კი გაუჭირდათ.
გასულ თვეს დაზარალებულმა პოლიციას განუცხადა, რომ მას ეშინია, რომ როდესაც მამაკაცს ციხიდან გაათავისუფლებენ, ის მაინც დაბრუნდება და მოკლავს გოგონას.
”ის უნდა მოკვდეს, ის გამოვა და დაბრუნდება, სადაც არ უნდა იყოს იგი, იგივეს გააკეთებს", - განაცხადა დაზარალებულმა გოგონამ.
პოლიციამ ეჭვმიტანილი ინციდენტიდან დაახლოებით 8 თვის შემდეგ დააკავა. მას ადამიანის სიცოცხლის მოსპობაში ედება ბრალი.




თეკო გიორგაძე
ავტორი