თავში

2 მაისი ისრაელში გლოვის დღედ გამოაცხადეს

​2 მაისი ისრაელში გლოვის დღედ გამოაცხადეს
2 მაისი ისრაელში გლოვის დღედ გამოაცხადეს

ისრაელის პრემიერის, ბენიამინ ნეთანიაჰუს გადაწყვეტილებით მერონეში დატრიალებული ტრაგედიის დამო 2 მაისი გლოვის დღედ გამოცხადა. პრემიერმა მომხდარს უმძიმესი კატასტროფა უწოდა.

ლაგ ბა-ომერის რელიგიურ დღესასწაულზე ტრიბუნის ჩამონგრევისა და ჭყლეტის შედეგად 44 ადამიანი დაიღუპა და 150 დაშავდა, მათ შორის 6 კრიტიკულ მდგომარეობაშია.

მერონის მთებიდან დაშავებულების ევაკუაციისთვის ხელისუფლებამ 300 ავტობუსი გააგზავნა, თუმცა შექმნილი საცობების გამო მათ შემთხვევის ადგილამდე ვერ მიაღწიეს. მოგვიანებით ავტობუსი უახლოესი ქალაქის თამრას მერმა გამოყო.

ლაგ I და II საუკუნეების მიჯნაზე გავრცელებული ეპიდემიის დასრულებისა და მის შედეგად დაღუპულ მორწმუნეთა სხოვნისადმი დაწესებული დღესასწაულია. ამ დღეს ტრადიციულად კოცონს ანთებენ ხოლმე. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system