თავში

20 წლის გოგონა, რომელსაც ამწე დაეცა, კომაშია - PHOTO

20 წლის გოგონა, რომელსაც ამწე დაეცა, კომაშია - PHOTO
20 წლის გოგონა, რომელსაც ამწე დაეცა, კომაშია - PHOTO

ლონდონში, დეგენჰემში 20 წლის გოგონას შანონ ბრასიერს მუშაობის დროს თავში ამწე დაეცა, ის ახლა სიცოცხლისთვის იბრძვის. ამის შესახებ Mirror წერს. 

ახალგაზრდა ქალი კომატოზურ მდგომარეობაში ლონდონის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმების თქმით, გოგონა კომაშია და მას ტვინის შეშუპება განუვითარდა. მისი სიცოცხლე საფრთხეშია.

ოჯახის წევრები ფინანსურ დახმარებას ითხოვენ, უკვე შეიქმნა შანონის ფონდი, სადაც მსურველებს თანხის ჩარიცხვა შეუძლიათ.

"გთხოვთ ილოცეთ შანონისთვის", -განაცხადა შანონის დედამ

მომხდარზე ადგილობრივმა პოლიციამ 55 წლის მამაკაცი დააკავა. თუმცა, რამ გამოიწვია ამწეს ჩამოვარდნა ჯერჯერობით უცნობია, მიმდინარეობს გამოძიება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system