თავში

2019 წლის დეკემბერში ვუჰანში უკვე 13 მუტაცია არსებობდა - ჯანმო

2019 წლის დეკემბერში ვუჰანში უკვე 13 მუტაცია არსებობდა - ჯანმო
2019 წლის დეკემბერში ვუჰანში უკვე 13 მუტაცია არსებობდა - ჯანმო

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტები მიიჩნევენ, რომ 2019 წელს ჩინეთში, ქალაქ ვუჰანში ახალი ტიპის კორონავირუსი იმაზე ფართოდ იყო გავრცელებული, ვიდრე ამის შესახებ ოფიციალური მონაცემები იუწყებოდა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ექსკლუზიურად ავრცელებს. 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საერთაშორისო საექსპერტო ჯგუფის ხელმძღვანელმა და ზოონოზური ინფექციების სპეციალისტმა, პიტერ ბენ ემბარეკმა განაცხადა, რომ 2019 წლის დეკემბრის თვეში ჩინეთში კორონავირუსის, დაახლოებით, 13 შტამი არსებობდა.

”ვირუსი დეკემბერში ვუჰანში ფართოდ ვრცელდებოდა, რაც ახალი აღმოჩენაა", - განაცხადა ემბარეკმა.

ცნობისთვის, დღეს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სპეციალისტთა საერთაშორისო ჯგუფის წარმომადგენელმა პიტერ დასზაკმა განაცხადა, რომ შესაძლოა კორონავირუსი არა ჩინეთში, არამედ სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში წარმოიშვა. 

შეგახსენებთ, ცნობილი გახდა, რომ ჩინეთის ხელისუფლებამ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას კორონავირუსით ინფიცირებული ადრეული შემთხვევებისა და პირველი ინფიცირებულების მონაცემების მიწოდებაზე უარი განუცხადა.

ჩინეთში, ქალაქ ვუჰანში, ჯანმო-ს საერთაშორისო ექსპერტთა ჯგუფი 14 იანვარს ჩავიდა. მათ ზღვის პროდუქტების ბაზრობა და სამედიცინო დაწესებულებები მოინახულეს და აღებული ნიმუშების შესასწავლად ჟენევაში დაბრუნდნენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system