თავში

2020 წელს ევროპაში საშუალო ტემპერატურა რეკორდულად მაღალი იყო

2020 წელს ევროპაში საშუალო ტემპერატურა რეკორდულად მაღალი იყო
2020 წელს ევროპაში საშუალო ტემპერატურა რეკორდულად მაღალი იყო

ევროკავშირის გარემოზე დაკვირვების სერვისის განცხადებით, 2020 წელს ევროპაში რეკორდულად მაღალი ტემპერატურა დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს. 

ევროკავშირის მეცნიერებმა, მსოფლიოს ლიდერებს კლიმატის საკითხებთან დაკავშირებული სამიტის გამართვამდე შეახსენეს, რომ გლობალური დათბობა უკვე სახეზეა და ყველა სეზონი ევროპაში 2020 წელს   რეკორდულად ცხელი იყო. 

ევროპაში საშუალო ტემპერატურა 2020 წელს 0,4 გრადუსი ცელსიუსით უფრო მაღალი იყო, ვიდრე სხვა წლებში. აღსანიშნავია, რომ კოპერნიკის ობზერვაციის ცენტრის თქმით, 5 ყველაზე ცხელი ტემპერატურა, წლების მიხედვით, ბოლო ათწლეულში დაფიქსირდა.

2020 წელს, ევროპაში დაფიქსირდა ყველაზე თბილი ზამთარი და შემოდგომაც. ამასთან, გასულ წელს, არქტიკაში, იმის გამო რომ თოვლის საფარი გაცილებით პატარა ტერიტორიას ფარავდა, რეკორდული რაოდენობის დიდი ხანძრები გაჩნდა.

კოპერნიკის ცენტრის თქმით, გლობალურად 2020 წელი 3 ყველაზე ცხელ წელში შედიოდა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system