თავში

2020 წელს გარემოში CO2 -ის კონცენტრაცია 10%-ით გაიზრდება

​2020 წელს გარემოში CO2 -ის კონცენტრაცია 10%-ით გაიზრდება
2020 წელს გარემოში CO2 -ის კონცენტრაცია 10%-ით გაიზრდება

მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ავსტრალიის ხანძრებს გარემოზე სერიოზული გავლენა ექნება, რის შედეგადაც, ჰაერში CO2-ის (ნახშირორჟანგის) შემადგენლობა მკვეთრად გაიზრდება. ამ მიმართულებით გარემოზე დაკვირვება 1958 წლიდან მიმდინარეობს. ჰაერში CO2-ის ყველაზე დიდ კონცენტრაციას ხელოვნური გამონაბოლქვი განაპირობებს, თუმცა ამას თან ერთვის ტემპერატურის ცვლილებებთან დაკავშირებული ბუნებრივი პირობებიც.

ავსტრალიაში ხანძრებმა გააშიშვლა კონტინენტის დიდი ნაწილი, რაც დაახლოებით გერმანიის ერთ მესამედ შეადგენს.

როგორც დიდი ბრიტანეთის მეტეოროლოგიური სამსახურის სპეციალისტები ვარაუდობენ, ეს გარემოზე სერიოზულ გავლენას იქონიებს და 2020 წელს ჰაერში ნახშირორჟანგის შემადგენლობა მკვეთრად, 10%-ით გაიზრდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system