თავში

2020 წელს საუდის არაბეთში სიკვდილით 25 ადამიანი დასაჯეს

2020 წელს საუდის არაბეთში სიკვდილით 25 ადამიანი დასაჯეს
2020 წელს საუდის არაბეთში სიკვდილით 25 ადამიანი დასაჯეს

2020 წელს საუდის არაბეთში სიკვდილით 25 ადამიანი დასაჯეს. ამის შესახებ ევროპული ადამიანის უფლებათა ორგანიზაცია ESOHR აცხადებს. 

სიკვდილით დასჯილთა შორის არის სულ მცირე ერთი არასრულწლოვანი და 5 ადამიანი, რომელიც ნარკოტიკთან დაკავშირებულ დანაშაულში იყო ბრალდებული. ამასთან, ბრალდებულები აპროტესტებდნენ არასამართლიან სასამართლოს და წამებას.

აღსანიშნავია, რომ 2020 წელს საუდის არაბეთში სიკვდილით დასჯის ყველაზე მცირე რაოდენობა დაფიქსირდა 2013 წლის შემდეგ. ეს ნაწილობრივ, შესაძლოა, გამოწვეულ იყოს კორონავირუსის პანდემიით, ან არაოფიციალური მორატორიუმით, რომელიც ნაკლებად მძიმე დანაშაულებს შეეხო. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system