თავში

2020 წლის "გრემის" დაჯილდოება კობი ბრაიანტს მიეძღვნა - VIDEO - PHOTO

2020 წლის "გრემის" დაჯილდოება კობი ბრაიანტს მიეძღვნა - VIDEO - PHOTO
2020 წლის გრემის დაჯილდოება კობი ბრაიანტს მიეძღვნა - VIDEO - PHOTO

გუშინ ღამით გამართულ,"გრემის" რიგით 63-ე დაჯილდოება კობი ბრაიანტს მიეძღვნა. ცერემონია ალიშა ქისის შესრულებით გაიხსნა, რომელმაც გარდაცვლილი კალათბურთელის პატივსაცემად Boys II Men-ის სიმღერა, "It's So Hard to Say Goodbye to Yesterday" შეასრულა.

„ახლა, ყველანი ღრმა მწუხარებას ვგრძნობთ. დღეს დილით, მთელმა მსოფლიომ გმირი დაკარგა. გვინდა ჩვენი მწუხარება სიმღერით გამოვხატოთ“, - განაცხადა მომღერალმა ღონისძიების დაწყების წინ.

 NBA-ს ლეგენდარული კალათბურთელი, კობი ბრაიანტი ავიაკატასტროფისას, ტრაგიკულად დაიღუპა. სპორტსმენი ოთხ ადამიანთან ერთად მოგზაურობდა პირადი ვერტმფრენით, როდესაც ის კალაბასასში (კალიფორნია) ჩამოვარდა.

შემთხვევის ადგილზე გავიდნენ მაშველები, თუმცა მათ ბორტის ყველა მგზავრი გარდაცვლილი დახვდათ. მათ შორის ბრაიანტის ქალიშვილიც იმყოფებოდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system