თავში

2020 წლის ოქროს გლობუსის პროგნოზი

2020 წლის ოქროს გლობუსის პროგნოზი
2020 წლის ოქროს გლობუსის პროგნოზი

ჰოლივუდის პრესის ასოციაცია ლოს-ანჯელესში 2020 წლის ოქროს გლობუსის კანდიდატებს, დილის 8:04 საათზე გამოაცხადებს. ისინი Golden Globes-ს პირდაპირ ეთერში  Facebook გვერდსა და მათ ვებსაიტებზე გადაცემენ. მეორე ნაკადს NBC- ს "Today" შოუში დილის 8:15 საათზე დაკოტა ფენინგი, სიუზან კელეჩი ვოტსონი და ტიმ ალენი ნომინაციებს სასტუმრო ბევერლი ჰილტონში გამოაცხადებენ. ოქროს გლობუსს აქვს თავისი ტოპ კატეგორიები: დრამა და კომედია/მუზიკლი, ამის გათვალისწინებით, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ზოგიერთ ფილმს გამარჯვების უფრო მეტი შანსი აქვს.

მარტინ სკორსეზეს “The Irishman-ს”, კვენტინ ტარანტინოს “Once Upon a Time ... in Hollywood-ს” და ნოე ბაუმბაჩის “Marriage Story-ს” 2020 წლის დაჯილდოებაზე წარმატებას უწინასწარმეტყველებენ. ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ "Hollywood press association" თავისი უცნაური გადაწყვეტილებებით ცნობილია და არ უნდა გაგვიკვირდეს, თუ ისინი ტომ ჰუპერის მუზიკლს “Cats-ს” ტოპ სიაში შეიყვანენ. 

ნომინანტობას უწინასწარმეტყველებენ მსახიობებს ფილმებიდან: ჯოაკინ ფენიქსის "ჯოკერი", ჯენიფერ ლოპესი "ჰასლერსი", მერფი "დოლემიტი ჩემი სახელია", ბრედ პიტი და ლეონარდო დიკაპრიოს "ერთხელ ... ჰოლივუდში",  ზენე ზელვეგერი ” ჯუდი ”, ავკვაფინა ”დამშვიდობება”, ადამ დრაივერი და სკარლეტ იოჰანსონი ”ქორწინების ამბავი”. 

რაც შეეხება სერიალებს, ამ კატეგორიაში Netflix-ის “The Crown”, Apple-ის “The Morning Show” და Emmy-ს გამარჯვებულებს “Fleabag” და “Game of Thrones" არიან წინა პლანზე. ამ სიაში HBO-ს  “Watchmen-ის” ხილვასაც ვარაუდობენ. 

ასევე ვარაუდობენ, რომ ტომ ჰენქსი ნომინირებული მისი როლისთვის "A Beautiful Day in the Neighborhood” იქნება, და  მიიღებს სესილ ბ.მეილის ჯილდოს, ხოლო ელენ დეჯენერსს სესილ ბ.მეილის ჯილდოს უწინასწარმეტყველებენ. 

ოქროს გლობუსის დაჯილდოება 5 იანვარს გაიმართება და მას რიკი ჯერვაისი უმასპინძლებს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system