თავში

2020 წლის ყველაზე დატვირთული აეროპორტი დასახელდა

​2020 წლის ყველაზე დატვირთული აეროპორტი დასახელდა
2020 წლის ყველაზე დატვირთული აეროპორტი დასახელდა

სტამბოლის საერთაშორისო აეროპორტი 2020 წელს ყველაზე დატვირთული იყო. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Bloomberg ავრცელებს. მეორე ადგილზეა - რუასი-შარლ-დე-გოლის აეროპორტი პარიზში. მესამე ადგილს ლონდონის ჰითროუს აეროპორტი იკავებს. ხუთეულში ასევე ამსტერდამის სხიპჰოლის აეროპორტი და მოსკოვის შერემეტიევოს აეროპორტი მოხვდნენ.

Bloomberg-ის ცნობით, ჰითროუმ პირველი ადგილიდან მესამე გადაინაცვლა, რადგან 2020 წელს აეროპორტში მგზავრთა ნაკადი 73 პროცენტით შემცირდა. თუ 2019 წელს ამ აეროპორტის მომსახურებით თითქმის 81 მილიონი ადამიანი სარგებლობდა, წინა წელს ეს მხოლოდ 22.1 მილიონი იყო. ეს კორონავირუსის პანდემიით არის გამოწვეული. აეროპორტზე უარყოფითად დიდ ბრიტანეთში COVID-19-ის ახალი შტამის გაჩენამაც იმოქმედა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system