თავში

2020 წლის ყველაზე ყურებად სერიალად "ოფისი" დასახელდა

2020 წლის ყველაზე ყურებად სერიალად "ოფისი" დასახელდა
2020 წლის ყველაზე ყურებად სერიალად ოფისი დასახელდა

მარკეტინგული კომპანია Nielsen-ის მონაცემებით, კომედიური სერიალი "ოფისი", რომელშიც მთავარ როლებს სტივ კარელი, ჯონ კრასინსკი, რეინ უილსონი და მინდი კალინგი ასრულებენ, აშშ-ის მაცხოვრებლებისთვის 2020 წელს ყველაზე პოპულარული შოუ გახდა. კომპანიის თქმით, მაყურებლებმა მის საყურებლად 57 მილიარდზე მეტი წუთი დახარჯეს. 

Nielsen-მა მხოლოდ ოთხი პლატფორმა - Netflix, Hulu, Amazon Prime Video და Disney + შეისწავლა.

მეორე ადგილზეა Grey's Anatomy - 39,4 მილიარდი წუთით, შემდეგ მოდის დეტექტიური სერიალი Criminal Minds - 35,4 მილიარდი წუთით. მეოთხე ადგილი კრიმინალურმა სერიალმა Ozark-მა დაიკავა - 30,5 მილიარდი წუთით. მაყურებელმა მხოლოდ 16,2 მილიარდი წუთი დაუთმო სერიალ The Crown-ს და 14,5 მილიარდი წუთი The Mandalorian-ს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system