
2021 წელს თურქეთი თურქულ-უკრაინული საბრძოლო უპილოტო საფრენი აპარატების Akıncı მიწოდებას დაიწყებს. ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან არსებული თავდაცვითი მრეწველობის სამმართველოს ხელმძღვანელმა, ისმაილ დემირმა განაცხადა.
დრონების Akıncı-ს გარდა, რომელიც უკრაინული წარმოების ორი ძრავით "АИ-450" არის აღჭურვილი, თურქეთი სრულუად თურქული უპილოტო საფრენი აპარატების Aksungur სერიულ წარმოებას იწყებს.
დემირის თქმით, გარდა ამისა, წლის ბოლომდე დამკვეთები საბრძოლო ვერტმფრენებს Atak-2-საც მიიღებენ.
ასევე, წლის განმავლობაში დაიწყება გემსაწინააღმდეგო რაკეტების Atmaca, ტორპედოების Akya და ტანკსაწინააღმდეგო სისტემის Karaok მიწოდება.
ამასთან, იგეგმება საზენიტო-სარაკეტო კომპლექსის Hisar-O+ ცდების დასტულება.
დემირმა განაცხადა, რომ სამხედრო-საზღვაო ძალები სადესანდო ხომალდს Anadolu, საწვრთნელ Ufuk-სა და "İ" კლასის ფრეგატს მიიღებენ.
ასევე, დემირმა ხაზი გაუსვა, რომ დიდი წარმატება არის თურქული ტანკის ALTAY წარმოების კუთხითაც. წელს მისთვის ძრავა BATU-ს პროტოტიპი მზად იქნება.