თავში

2021 წლის ორი მთავარი ფერი დასახელებულია

2021 წლის ორი მთავარი ფერი დასახელებულია
2021 წლის ორი მთავარი ფერი დასახელებულია

ამერიკის პანტონის ფერის ინსტიტუტის (Pantone Color Institute)
ექსპერტებმა 2021 წლის ორი ძირითადი ფერი დაასახელეს. ეს ფერებია "ღრმა ნაცრისფერი" და "ნათელი ყვითელი". ამის შესახებ ორგანიზაციის ვებ-გვერდზეა აღნიშნული.

”Pantone 17-5104 Ultimate Grey და Pantone 13-0647 Illuminating-ის პრაქტიკული და მყარი, როგორც ქვა, მაგრამ ამავე დროს თბილი და ოპტიმისტური კავშირი ძალასა და პოზიტიურობას განასახიერებს”, - ნათქვამია ინსტიტუტის განცხადებაში.

პანტონის ინსტიტუტში აღნიშნავენ, რომ ფერების ეს კომბინაცია გამძლეობასა და იმედს იძლევა.

"ჩვენ აღფრთოვანება და ამაღლება უნდა ვიგრძნოთ", - განაცხადა პანტონის დირექტორმა ლეატრის ეისმანმა ფერების შესახებ.

ცნობისთვის, მანამდე ინსტიტუტმა ერთდროულად წლის ორი ძირითადი ფერი მხოლოდ 2016 წელს აირჩია.

პანტონის ფერის ინსტიტუტის (Pantone Color Institute) სპეციალისტებმა 2020 წლის მთავარი ფერად 19-4052 Classic Blue, ანუ კლასიკური ლურჯი დაასახელეს. ეს ფერი მშვიდობასა და სიმშვიდესთან ასოცირდება.

ამასთან, ინსტიტუტმა Pantone შემოდგომა-ზამთარი 2020-ის სეზონის მთავარი ფერები დაასახელა, რომელზეც ნიუ-იორკის მოდის კვირეული მთავარ აქცენტს გააკეთებდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system