თავში

24 ივნისი: COVID-19-ის ახალი შემთხვევები მსოფლიოში - განახლებულია

24 ივნისი: COVID-19-ის ახალი შემთხვევები მსოფლიოში
24 ივნისი: COVID-19-ის ახალი შემთხვევები მსოფლიოში - განახლებულია

ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი ჯამში 9,295,365-ს შეადგენს. COVID-19-ს 478,289 ადამიანი ემსხვერპლა.

ჩინეთში კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევა დადასტურდა, აქედან ინფექციის 3 ასიმპტომური მატარებელი გამოვლინდა. COVID-19-ის 83 430 შემთხვევა გამოვლინდა, დაავადებას 4 634 პაციენტის სიცოცხლე ემსხვერპლა. გამოჯანმრთელდა 78 413 პაციენტი.

ბრაზილიაში კორონავირუსით ინფიცირების 1 145 906 შემთხვევა ფიქსირდება, COVID-19-ს 52 645 ადამიანი ემსხვერპლა. ბოლო დღე-ღამეში ინფიცირების 39 436 შემთხვევა დაფიქსირდა.

გერმანიაში COVID-19-ით ინფიცირებულთა რიცხვი 191 449-მდე გაიზარდა, 8 914 ადამიანი გარდაიცვალა. ბოლო დღე-ღამეში ინფიცირების 587 შემთხვევა გამოვლინდა, 19 ადამიანი გარდაიცვალა.

ინდოეთში ახალი კორონავირუსის 15,9 ათასი შემთხვევა გამოვლინდა. ჯამში COVID-19 სულ 456 183 ადამიანს დაუდასტურდა. 14 476 პაციენტი გარდაიცვალა, 258 684 გამოჯანმრთელდა.

უკრაინაში COVID-19-ით ინფიცირებულთა რიცხვი 39 014-მდე გაიზარდა. გასულ დღე-ღამეში 940 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. კორონავირუსს 1051 პაციენტი ემსხვერპლა. 17 409 პირი გამოჯანმრთელდა.

მექსიკაში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით 793 ადამიანი გარდაიცვალა. ჯამში მსხვერპლთა რიცხვმა 23 377 შეადგინა. ბოლო 24 საათის განმავლობაში მექსიკაში კორონავირუსი 6 288 ადამიანს დაუდასტურდა. სულ COVID-19-ის 191 410 შემთხვევაა რეგისტრირებული.

სომხეთში ბოლო 24 საათში COVID-19-ით 711 ადამიანი დაინფიცირდა. ჯამში, ქვეყანაში COVID-19-ით ინფიცირებულთა რიცხვმა 21 717-ს მიაღწია. კორონავირუსით სულ 386 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის, 14 გასული დღე-ღამის განმავლობაში. 130 ინფიცირებული კი, სხვა მიზეზებით გარდაიცვალა, სომხეთის ჯანდაცვის სამინისტრო მათ კორონავირუსით გარდაცვლილთა სტატისტიკაში არ აღრიცხავს. 10 797 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

რუსეთში COVID-19-ით ერთ დღეში 7 176 ადამიანი დაინფიცირდა და 606 881-ს მიაღწია. გასული დღე-ღამის განმავლობაში ახალ კორონავირუსს კიდევ 154 პაციენტის სიცოცხლე ემსხვერპლა, რითაც გარდაცვლილთა რაოდენობა 8 513-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა 368 822 ადამიანი.

ირანში ბოლო 24 საათში COVID-19-ით 133 ადამიანი გარდაიცვალა. ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 2531-ით გაიზარდა. ახალი კორონავირუსის ინფექცია სულ 212 501 ადამიანს დაუდგინეს. გარდაცვლილია 9996 პაციენტი. გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 172 096-მდე გაიზარდა.

აშშ-ში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 2,347,102-ს შეადგენს. 34 720 ახალი შემთხვევა გასული დღე-ღამის განმავლობაში გამოვლინდა. ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის ცნობით, აშშ-ში ბოლო 24 საათში COVID-19-ით 826 ადამიანი გარდაიცვალა. დაღუპულთა საერთო რაოდენობა 121 ათასს აჭარბებს. გამოჯანმრთელდა 647 ათასზე მეტი პაციენტი.

აზერბაიჯანში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 590 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რითაც ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 14 305-მდე გაიზარდა. გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაცვალების 7 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. COVID-19-ის შედეგად სულ გარდაიცვალა 174 ადამიანი. გამოჯანმრთელდა 7768 პაციენტი. ხოლო 6 363 პირი ამ დრომდე მკურნალობს.

თურქეთში ახალი ტიპის კორონავირუსით გასული დღე-ღამის განმავლობაში 1 492 ადამიანი დაინფიცირდა. COVID-19-ით დაუპულთა რაოდენობა 24-ით გაიზარდა. ქვეყანაში ეპიდემიის გავრცელებიდან დღემდე კორონავირუსი 191 657 ადამიანს დაუდასტურდა. დაავადებამ სულ 5 025 პაციენტის სიცოცხლე იმსხვერპლა. კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 164 234-ს აღწევს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system