თავში

25 ივლისი: COVID-19-ის ახალი შემთხვევები მსოფლიოში

25 ივლისი: COVID-19-ის ახალი შემთხვევები მსოფლიოში
25 ივლისი: COVID-19-ის ახალი შემთხვევები მსოფლიოში

ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი ჯამში 16,061,098-ს შეადგენს. COVID-19-ს 644,995 ადამიანი ემსხვერპლა.

ჩინეთში კორონავირუსის 34 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ჯამში COVID-19-ის 83,784შემთხვევა გამოვლინდა, დაავადებას 4 634 პაციენტის სიცოცხლე ემსხვერპლა. გამოჯანმრთელდა 78 889 პაციენტი.

ბრაზილიაში კორონავირუსით ინფიცირების 2,348,200 შემთხვევა ფიქსირდება, COVID-19-ს 85,385 ადამიანი ემსხვერპლა. ბოლო დღე-ღამეში COVID-19-ის 55,891 შემთხვევა დადასტურდა, 1,156 ადამიანი გასულ დღეს გარდაიცვალა.1,592,281 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

მექსიკაში COVID-19-ით გარდაცვლილთა რიცხვმა ბოლო დღე-ღამეში 737-ით გაიზარდა და ჯამში რიცხვმა 42,645-ს მიაღწია. კორონავირუსი ბოლო 24 საათში 7,573-სა და ჯამში უკვე 378,285 ადამიანს დაუდასტურდა. 242,692 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

გერმანიაში COVID-19-ით ინფიცირებულთა რიცხვი 206,182-მდე გაიზარდა, 9 201 ადამიანი გარდაიცვალა. ბოლო დღე-ღამეში ინფიცირების 815 შემთხვევა გამოვლინდა, 10 პაციენტი დაიღუპა. 190 ათასზე მეტი ადამიანი გამოჯანმრთელდა.

უკრაინაში COVID-19-ით ინფიცირებულთა რიცხვი 63,929-მდე გაიზარდა. გასულ დღე-ღამეში 1,106 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. კორონავირუსს 1,590 პაციენტი ემსხვერპლა, აქედან 19 - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში. 35,497 პირი გამოჯანმრთელდა.

სომხეთში ახალი კორონავირუსი ბოლო 24 საათში 383 ადამიანს დაუდასტურდა. ჯამში, ქვეყანაში COVID-19-ით ინფიცირებულთა რიცხვმა 36,996-ს მიაღწია. კორონავირუსით ინფექციის გავრცელებიდან დღემდე 700 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის, 8 გასული დღე-ღამის განმავლობაში.  26,243 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

რუსეთში COVID-19-ით ერთ დღეში 5,871 ადამიანი დაინფიცირდა და 806,720-ს მიაღწია. გასული დღე-ღამის განმავლობაში ახალ კორონავირუსს კიდევ 146 პაციენტის სიცოცხლე ემსხვერპლა, რითაც გარდაცვლილთა რაოდენობა 13,192-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა 597,140 ადამიანი.

ირანში ბოლო 24 საათში COVID-19-ით 195 ადამიანი გარდაიცვალა. ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 2,316-ით გაიზარდა. ახალი კორონავირუსის ინფექცია სულ 288,839 ადამიანს დაუდგინეს. გარდაცვლილია 15,484 პაციენტი. გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 251,319-მდე გაიზარდა.

აშშ-ში გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 74,360 შემთხვევა დადასტურდა. გასული დღე-ღამის განმავლობაში დაავადებას 1,150 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 148,967 გადასცდა. ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, ეპიდემიის გავრცელებიდან დღემდე აშშ-ში COVID-19-ით 4,278,067 პირი დაინფიცირდა. გამოჯანმრთელდა 2 მილიონზე მეტი.

აზერბაიჯანში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 321 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რითაც ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 29,633-მდე გაიზარდა. გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაცვალების 8 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. COVID-19-ის შედეგად სულ გარდაიცვალა 408 ადამიანი. გამოჯანმრთელდა 22,082 პაციენტი. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system