თავში

26 ივლისი: COVID-19-ის ახალი შემთხვევები მსოფლიოში

26 ივლისი: COVID-19-ის ახალი შემთხვევები მსოფლიოში
26 ივლისი: COVID-19-ის ახალი შემთხვევები მსოფლიოში

ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი ჯამში 16,323,484-ს შეადგენს. COVID-19-ს 650,387 ადამიანი ემსხვერპლა.

ჩინეთში კორონავირუსის 46 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ჯამში COVID-19-ის 83,830 შემთხვევა გამოვლინდა, დაავადებას 4 634 პაციენტის სიცოცხლე ემსხვერპლა. გამოჯანმრთელდა 78,908 პაციენტი.

ბრაზილიაში კორონავირუსით ინფიცირების 2,402,255 შემთხვევა ფიქსირდება, COVID-19-ს 86,591 ადამიანი ემსხვერპლა. ბოლო დღე-ღამეში COVID-19-ის 51,147 შემთხვევა დადასტურდა, 1,211 ადამიანი გასულ დღეს გარდაიცვალა. 1,617,480 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

მექსიკაში COVID-19-ით გარდაცვლილთა რიცხვმა ბოლო დღე-ღამეში 729-ით გაიზარდა და ჯამში რიცხვმა 43,374-ს მიაღწია. კორონავირუსი ბოლო 24 საათში 6,751-სა და ჯამში უკვე 385,036 ადამიანს დაუდასტურდა. 247,178 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

გერმანიაში COVID-19-ით ინფიცირებულთა რიცხვი 206,363-მდე გაიზარდა, 9,202 ადამიანი გარდაიცვალა. ბოლო დღე-ღამეში ინფიცირების 781 შემთხვევა გამოვლინდა, 7 პაციენტი დაიღუპა. 190,600 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

უკრაინაში COVID-19-ით ინფიცირებულთა რიცხვი 64,849-მდე გაიზარდა. გასულ დღე-ღამეში 920 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. კორონავირუსს 1,605 პაციენტი ემსხვერპლა, აქედან 15 - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში. 35,807 პირი გამოჯანმრთელდა.

სომხეთში ახალი კორონავირუსი ბოლო 24 საათში 321 ადამიანს დაუდასტურდა. ჯამში, ქვეყანაში COVID-19-ით ინფიცირებულთა რიცხვმა 37,317-ს მიაღწია. კორონავირუსით ინფექციის გავრცელებიდან დღემდე 705 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის, 5 გასული დღე-ღამის განმავლობაში. 26,478 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

რუსეთში COVID-19-ით ერთ დღეში 5,765 ადამიანი დაინფიცირდა და 812,485-ს მიაღწია. გასული დღე-ღამის განმავლობაში ახალ კორონავირუსს კიდევ 77 პაციენტის სიცოცხლე ემსხვერპლა, რითაც გარდაცვლილთა რაოდენობა 13,269-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა 600,250 ადამიანი.

ირანში ბოლო 24 საათში COVID-19-ით 216 ადამიანი გარდაიცვალა. ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 2,333-ით გაიზარდა. ახალი კორონავირუსის ინფექცია სულ 291,172 ადამიანს დაუდგინეს. გარდაცვლილია 15,700 პაციენტი. გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 253,213-მდე გაიზარდა.

აშშ-ში გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 65,556 შემთხვევა დადასტურდა. გასული დღე-ღამის განმავლობაში დაავადებას 981 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 149,602 გადასცდა. ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, ეპიდემიის გავრცელებიდან დღემდე აშშ-ში COVID-19-ით 4,341,565 პირი დაინფიცირდა. გამოჯანმრთელდა 2 მილიონზე მეტი.

აზერბაიჯანში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 417 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რითაც ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 30,050-მდე გაიზარდა. გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაცვალების 9 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. COVID-19-ის შედეგად სულ გარდაიცვალა 417 ადამიანი. გამოჯანმრთელდა 22,684 პაციენტი. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system