თავში

27 ივნისი: COVID-19-ის ახალი შემთხვევები მსოფლიოში - განახლებულია

27 ივნისი: COVID-19-ის ახალი შემთხვევები მსოფლიოში
27 ივნისი: COVID-19-ის ახალი შემთხვევები მსოფლიოში - განახლებულია

ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი ჯამში 9,654,269-ს შეადგენს. COVID-19-ს 490,632 ადამიანი ემსხვერპლა.

ჩინეთში კორონავირუსის 21 ახალი შემთხვევა დადასტურდა, აქედან 5 ასიმპტომური მატარებელი გამოვლინდა. ჯამში COVID-19-ის 83 483 შემთხვევა გამოვლინდა, დაავადებას 4,634 პაციენტის სიცოცხლე ემსხვერპლა. გამოჯანმრთელდა 78,444-ზე მეტი პაციენტი პაციენტი.

ბრაზილიაში კორონავირუსით ინფიცირების 1,280,335 შემთხვევა ფიქსირდება, COVID-19-ს 56,121 ადამიანი ემსხვერპლა. ბოლო დღე-ღამეში ინფიცირების 45 ათასზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა. 697,526 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

გერმანიაში COVID-19-ით ინფიცირებულთა რიცხვი 194,527-მდე გაიზარდა, 9,026 ადამიანი გარდაიცვალა. ბოლო დღე ღამეში ინფიცირების 477 შემთხვევა გამოვლინდა, 21 ადამიანი გარდაიცვალა. თითქმის 177 500 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

ინდოეთში ახალი კორონავირუსის 18,690 შემთხვევა გამოვლინდა. ჯამში COVID-19 სულ 528,136 ადამიანს დაუდასტურდა. 16,096 პაციენტი გარდაიცვალა, 309,829 გამოჯანმრთელდა.

მექსიკაში COVID-19-ით გარდაცვლილთა რიცხვმა 25,779-ს მიაღწია. გასულ დღე-ღამეში 719 ადამიანი გარდაიცვალა. კორონავირუსი უკვე 208,392 ადამიანს დაუდასტურდა.

უკრაინაში COVID-19-ით ინფიცირებულთა რიცხვი 42,065-მდე გაიზარდა. გასულ დღე-ღამეში 948 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. კორონავირუსს 1 110 პაციენტი ემსხვერპლა. 18 701 პირი გამოჯანმრთელდა.

სომხეთში ბოლო 24 საათში COVID-19-ით 662 ადამიანი დაინფიცირდა. ჯამში, ქვეყანაში COVID-19-ით ინფიცირებულთა რიცხვმა 23,909-ს მიაღწია. კორონავირუსით სულ 421 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის, 11 გასული დღე-ღამის განმავლობაში. 131 ინფიცირებული კი, სხვა მიზეზებით გარდაიცვალა, სომხეთის ჯანდაცვის სამინისტრო მათ კორონავირუსით გარდაცვლილთა სტატისტიკაში არ აღრიცხავს. 12 911 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

რუსეთში COVID-19-ით ერთ დღეში 6,852 ადამიანი დაინფიცირდა და 627,646-ს მიაღწია. გასული დღე-ღამის განმავლობაში ახალ კორონავირუსს კიდევ 188 პაციენტის სიცოცხლე ემსხვერპლა, რითაც გარდაცვლილთა რაოდენობა 8,969-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა 393,352 ადამიანი.

ირანში ბოლო 24 საათში COVID-19-ით 125 ადამიანი გარდაიცვალა. ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 2,456-ით გაიზარდა. ახალი კორონავირუსის ინფექცია სულ 220,180 ადამიანს დაუდგინეს. გარდაცვლილია 10,364 პაციენტი. გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 180,661-მდე გაიზარდა.

აშშ-ში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 2,573,730-ს შეადგენს. 45 ათასზე მეტი ახალი შემთხვევა გასული დღე-ღამის განმავლობაში გამოვლინდა. ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის ცნობით, აშშ-ში COVID-19-ით დაღუპულთა საერთო რაოდენობა 127,845-ს შეადგენს. გამოჯანმრთელდა 1,070,367 პაციენტი.

ისრაელში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობამ 22,800-ს მიაღწია. გარდაცვლილთა რაოდენობა 314-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა 16,872 ადამიანი.

აზერბაიჯანში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 521 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რითაც ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 15,890-მდე გაიზარდა. გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაცვალების 6 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. COVID-19-ის შედეგად სულ გარდაიცვალა 193 ადამიანი. გამოჯანმრთელდა 8,719 პაციენტი. 

დიდ ბრიტანეთში ახალი ტიპის კორონავირუსით გასული დღე-ღამის განმავლობაში 100 ადამიანი გარდაიცვალა. ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში ეპიდემიას სულ 43,514 ადამიანი ემსხვერპლა. ერთ დღეში COVID-19-ით კიდევ 890 ადამიანი დაინფიცირდა. ჯამში ინფიცირებულთა რიცხვი 310,250-მდე გაიზარდა.

თურქეთში ახალი ტიპის კორონავირუსით გასული დღე-ღამის განმავლობაში 1 372 ადამიანი დაინფიცირდა. COVID-19-ით დაუპულთა რაოდენობა 17-ით გაიზარდა. ქვეყანაში ეპიდემიის გავრცელებიდან დღემდე კორონავირუსი 195 883 ადამიანს დაუდასტურდა. დაავადებამ სულ 5 082 პაციენტის სიცოცხლე იმსხვერპლა. კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 170 ათასს არემატება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system