თავში

29 წლის ქალს კუზიანი ვეშაპი დაესხა თავს

29 წლის ქალს კუზიანი ვეშაპი დაესხა თავს
29 წლის ქალს კუზიანი ვეშაპი დაესხა თავს

ავსტრალიაში, ნინგალუს სანაპიროზე 29 წლის ქალს კუზიანი ვეშაპი დაესხა თავს.შემთხვევის ადგილზე ის ტურისტების ჯგუფთან ერთად ვეშაპების დასათვალიერებლად იმყოფებოდა. 

სასწრაფო სამედიცინო დახმარების გუნდმა ის იქვე მდებარე საავადმყოფოში გადაიყვანა. ექიმების თქმით, ქალს თავდასხმის შედეგად ნეკნების დაზიანება და შინაგანი სისხლდება განუვითარდა, მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

დაუზუსტებელი ინფორმაციით, დაზარალებული ქალი ორ კუზიან ვეშაპს შორის მოექცა. მომხდარის შესახებ მიმდინარეობს გამოძიება. 

ბიომრავალფეროვნების, კონსერვაციისა და ღირსშესანიშნაობების დეპარტამენტში განაცხადეს, რომ ვეშაპები, რომლებიც იქ დაცურავენ, მათი ზომის მიუხედავად, უსაფრთხოდ ითვლება, თუმცა, ვიზიტორებს ვეშაპისგან, მინიმუმ, 100 მეტრის დაშორება მოეთხოვება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system