თავში

29 წლის მამაკაცი დაიღუპა სტადიონის სახურავის ჩამონგრევისას სანკტ-პეტერბურგში

29 წლის მამაკაცი დაიღუპა სტადიონის სახურავის ჩამონგრევისას სანკტ-პეტერ
29 წლის მამაკაცი დაიღუპა სტადიონის სახურავის ჩამონგრევისას სანკტ-პეტერბურგში

რუსეთის ქალაქ სანკტ-პეტერბურგში, სტადიონის სახურავის ჩამონგრევისას მუშა დაიღუპა. ამის შესახებ ქვეყნის საგანგებო სიტუაციების მართვის მინისტრმა განაცხადა. მისი თქმით, შენობაში სხვადასხვა სამუშაოები მიმდინარეობდა, რა დროსაც ტრაგიკული შეთხვევა მოხდა. 

ობიექტზე ნგრევის მომენტში ორი მუშა იმყოფებოდა. მათგან ერთმა თავი მეტალის ლიფტს შეაფარა, ხოლო მეორე ნანგრევებში მოჰყვა. გარდაცვლილი 29 წლის მამაკაცი, გვარად კუჩეროვია. 

სტადიონი პირველად 1980 წელს მოსკოვის ოლიმპიადის ფარგლებში გაიხსნა. ამჟამად, ის დახურული იყო და 2023 წლის ყინულის ჰოკეის მსოფლიო ჩემპიონატისთვის მზადება მიმდინარეობდა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system