თავში

3 ივლისი: COVID-19-ის ახალი შემთხვევები მსოფლიოში

3 ივლისი: COVID-19-ის ახალი შემთხვევები მსოფლიოში
3 ივლისი: COVID-19-ის ახალი შემთხვევები მსოფლიოში

ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი ჯამში 10,945,600-ს შეადგენს. COVID-19-ს 523,035 ადამიანი ემსხვერპლა.

ჩინეთში კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა დადასტურდა და 4 ასიმპტომური მატარებელი გამოვლინდა. ჯამში COVID-19-ის 83 542 შემთხვევა გამოვლინდა, დაავადებას 4,634 პაციენტის სიცოცხლე ემსხვერპლა. გამოჯანმრთელდა 78 499 პაციენტი.

ბრაზილიაში კორონავირუსით ინფიცირების 1 496 858 შემთხვევა ფიქსირდება, COVID-19-ს 61 884 ადამიანი ემსხვერპლა. ბოლო დღე-ღამეში COVID-19-ის 48 105 შემთხვევა დადასტურდა, 1 252 ადამიანი გარდაიცვალა. 852 816 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

გერმანიაში COVID-19-ით ინფიცირებულთა რიცხვი 195 674-მდე გაიზარდა, 9 003 ადამიანი გარდაიცვალა. ბოლო დღე-ღამეში ინფიცირების 503 შემთხვევა გამოვლინდა, 29 პაციენტი გარდაიცვალა. 180 ათასზე მეტი ადამიანი გამოჯანმრთელდა.

მექსიკაში COVID-19-ით გარდაცვლილთა რიცხვმა 29 189-ს მიაღწია. გასულ დღე-ღამეში 679 ადამიანი გარდაიცვალა. კორონავირუსი უკვე 238 511 ადამიანს დაუდასტურდა. 6 741 ადამიანს ვირუსი ბოლო 24 საათის განმავლობაში დაუდასტურდა.

ინდოეთში ახალი კორონავირუსის 18 213 ათასი შემთხვევა გამოვლინდა. ჯამში COVID-19 სულ 625 544 ადამიანს დაუდასტურდა. 20 903 პაციენტი გარდაიცვალა, 379 გასულ 24 საათში. 379 892 გამოჯანმრთელდა.

უკრაინაში COVID-19-ით ინფიცირებულთა რიცხვი 46 763-მდე გაიზარდა. გასულ დღე-ღამეში 876 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. კორონავირუსს 1212 პაციენტი ემსხვერპლა, აქედან 27 - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში. 20 558 პირი გამოჯანმრთელდა.

სომხეთში ახალი კორონავირუსი ბოლო 24 საათში 662 ადამიანს დაუდასტურდა. ჯამში, ქვეყანაში COVID-19-ით ინფიცირებულთა რიცხვმა 27 320-ს მიაღწია. კორონავირუსით ინფექციის გავრცელებიდან დღემდე 469 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის, 10 გასული დღე-ღამის განმავლობაში. კოვიდინფიცირებულთა რიცხვი, რომლებიც სხვა დაავადებებით გარდაიცვალნენ 156-ს შეადგენს. 15 484 პაციენტი გამოჯანმრთელდა. ამჟამად 11 211 პაციენტი კლინიკაში მკურნალობს.

რუსეთში COVID-19-ით ერთ დღეში 6 718 ადამიანი დაინფიცირდა და 667 883-ს მიაღწია. გასული დღე-ღამის განმავლობაში ახალ კორონავირუსს კიდევ 176 პაციენტის სიცოცხლე ემსხვერპლა, რითაც გარდაცვლილთა რაოდენობა 9 859-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა 437 893 ადამიანი.

ირანში ბოლო 24 საათში COVID-19-ით 154 ადამიანი გარდაიცვალა. ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 2 566-ით გაიზარდა. ახალი კორონავირუსის ინფექცია სულ 235 429 ადამიანს დაუდგინეს. გარდაცვლილია 11 260 პაციენტი. გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 196,5 ათასამდე გაიზარდა.

აზერბაიჯანში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 583 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რითაც ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 19 267-მდე გაიზარდა. გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაცვალების 7 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. COVID-19-ის შედეგად სულ გარდაიცვალა 235 ადამიანი. გამოჯანმრთელდა 10 820 პაციენტი. ხოლო 8,212 პირი ამ დრომდე მკურნალობს.

ისრაელში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 28 055-მდე გაიზარდა. აქედან 1 008 ახალი შემთხვევა ბოლო 24 საათში გამოვლინდა. ჯამში COVID-19-ით გარდაცვლილია 326 ადამიანი. გამოჯანმრთელდა 17 669 ადამიანი.

თურქეთში ახალი ტიპის კორონავირუსით გასული დღე-ღამის განმავლობაში 1,172 ადამიანი დაინფიცირდა. COVID-19-ით დაღუპულთა რაოდენობა 19-ით გაიზარდა. ქვეყანაში ეპიდემიის გავრცელებიდან დღემდე კორონავირუსი 203,450 ადამიანს დაუდასტურდა. დაავადებამ სულ 5,186 პაციენტის სიცოცხლე იმსხვერპლა. კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 178,278-ს შეადგენს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system