თავში

ჰაერში  ატაცებული 3 წლის ბავშვი სიკვდილს სასწაულით გადაურჩა - VIDEO

ჰაერში  ატაცებული 3 წლის ბავშვი სიკვდილს სასწაულით გადაურჩა - VIDEO
ჰაერში  ატაცებული 3 წლის ბავშვი სიკვდილს სასწაულით გადაურჩა - VIDEO

 ტაილანდში, ფრანების ფესტივალზე, 3 წლის ბავშვი სიკვდილს სასწაულით გადაურჩა. სპეციალისტები დრაკონის ფერად ფრანს ჰაერში გასაშვებად ამზადებდნენ. მშობლებმა ვერ შეამჩნიეს, რომ 3 გოგოს ფრანის ბოლოს გამობმული თოკი ხელში ეჭირა. მფრინავი დრაკონის ჰაერში გაშვებისას ფრანმა ბავშვი მოულოდნელად  ჰაერში, 10 მეტრის სიმაღლეზე აიტაცა.

 

შემთხვევას ხალხში პანიკა მოჰყვა. დედა განწირული ხმით ყვიროდა. ბავშვი მთელი ძალით იყო ფრანის ბოლოს ჩაჭიდებული. ძლიერი ქარი ცაში ატაცებულ ბავშვს აქეთ-იქით ატრიალებდა. შემდეგ ფრანი ნელ- ნელა ძირს დაეშვა და ფესტივალზე შეკრებილმა ხალხმა მისი უსაფრთხოდ დაჭერა და ძირს დასმა შეძლო. 

მშობლების განცხადებით, გოგონა ფიზიკურად არ დაზიანებულა, თუმცა ძლიერი შოკი მიიღო. ინციდენტის გამო ორგანიზატორებმა ფესტივალი შეყვიტეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system