თავში

3 წლის გოგონა, რომელსაც ორგანოები გარეთ აქვს - PHOTO

​3 წლის გოგონა, რომელსაც ორგანოები გარეთ აქვს
3 წლის გოგონა, რომელსაც ორგანოები გარეთ აქვს - PHOTO

ექიმებმა გადაარჩინეს 3 წლის გოგონა, რომელიც გარეთ გამოყრილი ორგანოებით დაიბადა. ამის შესახებ გამოცემა Daily Mail წერს.

არავის ეგონა, რომ პატარა ლორელ ფიზაკლეა, რომელიც კემბრიჯში ცხოვრობს, დაბადების შემდეგ გადარჩებოდა. მის მშობლებს, 30 წლის კელისა და 34 წლის შონს ბავშვის დატოვებაც კი შესთავაზეს. მშობიარობამდე 3 კვირით ადრე მედიკოსებმა აღმოაჩინეს, რომ ლორელს ომფალოცელე (ემბრიონული თიაქარი) აქვს. ეს იშვიათი დეფექტია, როდესაც მუცლის ღრუს ორგანოები "გამოვარდნილია" გარეთ და მოქცეულია, თხელ ტომარაში. ექიმების თქმით, ამის ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზი, შესაძლოა, დედის მიერ ალკოჰოლისა და თამბაქოს მოხმარება იყოს.

ბავშვის მშობლებმა განაცხადეს, რომ ისინი მას არ მიატოვებენ. გოგონა 2018 წლის 6 ივლისს დაიბადა.

ამ დიაგნოზის მქონე ბავშვების უმეტესობას გაჩენისთანავე ოპერაციას უტარებენ და ორგანოებს ორგანიზმის შიგნით ათავსებენ. თუმცა თავად ტომრის მსხვილი ზომების გამო, ჩვილისთვის ქირურგიული ჩარევა სარისკო იყო. ექიმები შიშობდნენ, რომ ლორელის დიაფრაგმა თავისუფალი ადგილის სიმცირეს ვერ გაუძლებდა.

დაბადებიდან დღემდე მშობლები ბავშვის მუცლის ღრუს სპეციალურ ბანდაჟში ათავსებდნენ და თვალყურს ადევნებდნენ, რომ მას ტრავმები არ მიეღო.

მომავალი წლის დასაწყისში გოგონას ოპერაციას ჩაუტარებენ, რაც მის მდგომარეობას შეამსუბუქებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system