თავში

30 ათასზე მეტმა ამერიკელმა რესპუბლიკური პარტია დატოვა

​30 ათასზე მეტმა ამერიკელმა რესპუბლიკური პარტია დატოვა
30 ათასზე მეტმა ამერიკელმა რესპუბლიკური პარტია დატოვა

აშშ-ში რესპუბლიკური პარტიის 30 ათასზე მეტმა დარეგისტრირებულმა წევრმა პარტია დატოვა. მიზეზი 6 იანვარს კაპიტოლიუმთან მომხდარი მოვლენებია. ამის შესახებ გამოცემა The Hill წერს.

მისი ცნობით, ამან, შესაძლოა, პარტიას პრობლემები შეუქმნას.

"ეს, შესაძლოა, აისბერგის მხოლოდ მწვერვალი იყოს. ეს 30 ათი ათასი ადამიანი მხოლოდ რამდენიმე შტატში ცხოვრობს, სადაც ყოველ კვირას იუწყებიან ამომრჩეველთა რეგისტრაციისა და მათ შესახებ, ვინც პარტია შეიცვალა", - აღნიშნულია სტატიაში.

გამოცემის ცნობით, იანვრის დასაწყისიდან პენსილვანიაში რესპუბლიკური პარტია 10 ათასზე მეტმა ადამიანმა დატოვა. აქედან მესამედი დემოკრატებთან გადავიდა, ნაწილმა სხვა პარტია აირჩია, დარჩენილმა ნაწილმა კი საერთოდ არც ერთ პარტიას არ დაუჭირა მხარი. ამასთან, ამავე შტატში 2 ათასი დემოკრატი რესპუბლიკელებს შეუერთდა. ჩრდილოეთ კაროლინაში რესპუბლიკური პარტია 6 ათასმა ადამიანმა დატოვა, არიზონაში - 5 ათასმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system