თავში

30 ივნისი: COVID-19-ის ახალი შემთხვევები მსოფლიოში - განახლებულია

30 ივნისი: COVID-19-ის ახალი შემთხვევები მსოფლიოში
30 ივნისი: COVID-19-ის ახალი შემთხვევები მსოფლიოში - განახლებულია

ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი ჯამში 10,360,882-ს შეადგენს. COVID-19-ს 507,014 ადამიანი ემსხვერპლა.

ჩინეთში კორონავირუსის 19 ახალი შემთხვევა დადასტურდა და 4 ასიმპტომური მატარებელი გამოვლინდა. ჯამში COVID-19-ის 83 531 შემთხვევა გამოვლინდა, დაავადებას 4,634 პაციენტის სიცოცხლე ემსხვერპლა. გამოჯანმრთელდა 78 469 პაციენტი.

ბრაზილიაში კორონავირუსით ინფიცირების 1 344 143 შემთხვევა ფიქსირდება, COVID-19-ს 57 622 ადამიანი ემსხვერპლა. ბოლო დღე-ღამეში COVID-19-ის 30 476 შემთხვევა დადასტურდა, 552 ადამიანი გარდაიცვალა. 733 ათასი პაციენტი გამოჯანმრთელდა.

გერმანიაში COVID-19-ით ინფიცირებულთა რიცხვი 194 259-მდე გაიზარდა, 8 973 ადამიანი გარდაიცვალა. ბოლო დღე ღამეში ინფიცირების 498 შემთხვევა გამოვლინდა, 12 პაციენტი გარდაიცვალა. თითქმის 179,1 ათასი ადამიანი გამოჯანმრთელდა.

მექსიკაში COVID-19-ით გარდაცვლილთა რიცხვმა 27 121-ს მიაღწია. გასულ დღე-ღამეში 267 ადამიანი გარდაიცვალა. კორონავირუსი უკვე 220 657 ადამიანს დაუდასტურდა. 3805 ადამიანი ვირუსი ბოლო 24 საათის განმავლობაში დაუდასტურდა. 

ინდოეთში ახალი კორონავირუსის 18,5 ათასი შემთხვევა გამოვლინდა. ჯამში COVID-19 სულ 566 840 ადამიანს დაუდასტურდა. 16 893 პაციენტი გარდაიცვალა, 418 გასულ 24 საათში. 334 821 გამოჯანმრთელდა.

უკრაინაში COVID-19-ით ინფიცირებულთა რიცხვი 44 334-მდე გაიზარდა. გასულ დღე-ღამეში 706 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. კორონავირუსს 1159 პაციენტი ემსხვერპლა. 19 115 პირი გამოჯანმრთელდა.

სომხეთში ახალი კორონავირუსი ბოლო 24 საათში 415 ადამიანს დაუდასტურდა. ჯამში, ქვეყანაში COVID-19-ით ინფიცირებულთა რიცხვმა 25 542-ს მიაღწია. კორონავირუსით სულ 443 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის, 10 გასული დღე-ღამის განმავლობაში. კოვიდინფიცირებულთა რიცხვი, რომლებიც სხვა დაავადებებით გარდაიცვალნენ 147-ს შეადგენს. 14 048 პაციენტი გამოჯანმრთელდა. ამჟამად 10 904 პაციენტი კლინიკაში მკურნალობს.

რუსეთში COVID-19-ით ერთ დღეში 6 693 ადამიანი დაინფიცირდა და 647 849-ს მიაღწია. გასული დღე-ღამის განმავლობაში ახალ კორონავირუსს კიდევ 154 პაციენტის სიცოცხლე ემსხვერპლა, რითაც გარდაცვლილთა რაოდენობა 9 320-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა 412 650 ადამიანი.

ირანში ბოლო 24 საათში COVID-19-ით 147 ადამიანი გარდაიცვალა. ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 2 457-ით გაიზარდა. ახალი კორონავირუსის ინფექცია სულ 227 662 ადამიანს დაუდგინეს. გარდაცვლილია 10 817 პაციენტი. გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 188 758-მდე გაიზარდა.

აშშ-ში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 2 590 582-ს შეადგენს. 41 556 ახალი შემთხვევა გასული დღე-ღამის განმავლობაში გამოვლინდა. ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის ცნობით, აშშ-ში COVID-19-ით დაღუპულთა საერთო რაოდენობა 126 ათასს აჭარბებს. 337 ადამიანი ბოლო დღე-ღამეში გარდაიცვალა. გამოჯანმრთელდა 705 ათასზე მეტი პაციენტი.

აზერბაიჯანში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 556 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რითაც ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 17 524-მდე გაიზარდა. გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაცვალების 7 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. COVID-19-ის შედეგად სულ გარდაიცვალა 213 ადამიანი. გამოჯანმრთელდა 9715 პაციენტი. ხოლო 7 596 პირი ამ დრომდე მკურნალობს.

დიდ ბრიტანეთში ახალი ტიპის კორონავირუსით გასული დღე-ღამის განმავლობაში 155 ადამიანი გარდაიცვალა. ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში ეპიდემიას სულ 43 730 ადამიანი ემსხვერპლა. ერთ დღეში COVID-19-ით კიდევ 689 ადამიანი დაინფიცირდა. ჯამში ინფიცირებულთა რიცხვი 312 654-მდე გაიზარდა.

ისრაელში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობამ 25 041-ს მიაღწია. გარდაცვლილთა რაოდენობა 320-მდე გაიზარდა. ბოლო დღე-ღამეში ინფიცირების 765 შემთხვევა გამოვლინდა. 17 318 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

თურქეთში ახალი ტიპის კორონავირუსით გასული დღე-ღამის განმავლობაში 1,293 ადამიანი დაინფიცირდა. COVID-19-ით დაღუპულთა რაოდენობა 16-ით გაიზარდა. ქვეყანაში ეპიდემიის გავრცელებიდან დღემდე კორონავირუსი 199,906 ადამიანს დაუდასტურდა. დაავადებამ სულ 5,131 პაციენტის სიცოცხლე იმსხვერპლა. კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 173,111-ს შეადგენს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system