თავში

300 მოსწავლის გატაცებაზე პასუხისმგებლობა "ბოკო ჰარამმა" აიღო

300 მოსწავლის გატაცებაზე პასუხისმგებლობა "ბოკო ჰარამმა" აიღო
300 მოსწავლის გატაცებაზე პასუხისმგებლობა ბოკო ჰარამმა აიღო

ნიგერიის ჩრდილო-დასავლეთით, კაცინას შტატში ბიჭების სკოლიდან 300 მოსწავლის გატაცებაზე პასუხისმგებლობას ტერორისტული დაჯგუფება "ბოკო ჰარამი " იღებს. ამის შესახებ აუდიომიმართვაშია საუბარი, სადაც უცნობი პირი თავს ისლამური დაჯგუფების ლიდერად აცხადებს. ინფორმაციას Reuters ავრცელებს. 

"დასავლური განათლება აკრძალულია" - ასე ითარგმნება "ბოკო ჰარამი" ადგილობრივი ჰაუსების ენაზე. შეიარაღებული დაჯგუფება ნიგერიის ჩრდილო-აღმოსავლეთით ამბოხებას 2009 წლიდან ეწევა.

ისლამური დაჯგუფება ძარცვავს და გამოსასყიდის მიზნით იტაცებს მშვიდობიან მოსახლეობას. პარასკევს შეიარაღებულმა პირებმა კანკარის სახელმწიფო სკოლიდან მოსწავლეები გაიტაცეს. რამდენიმე მოზარდმა გაქცევა და გამტაცებლებისგან თავის დაღწევა მოახერხა, თუმცა 320ბიჭი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება.

"ბოკო ჰარამის" ამბოხებიდან დღემდე, რომლის მიზანი ისლამური სახელმწიფო შექმნაა, ნიგერიაში უკვე 30 000-ზე მეტი ადამიანი მოკლეს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system